დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 21/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №156
2000 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის, მათ რეალიზაციაზე სახელმწიფო კონტროლისა და აღრიცხვიანობის ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე)“ შეიცვალოს სიტყვებით – „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა“.
2. მე-3 პუნქტში:
ა) სიტყვები – „მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა“ შეიცვალოს სიტყვებით – „საქართველოს საზღვარზე გადაადგილება“;
ბ) სიტყვები - „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით – „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის“.
3. მე-4 პუნქტში სიტყვები – „საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე)“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა“.
4. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„გ) საავტომობილო ტრანსპორტით ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირება ღამის საათებში (20.00 საათიდან – 06.00 საათამდე), გარდა გაცილების სამსახურის თანხლებით სატრანზიტო გადაზიდვებისა;
დ) არასტაციონარული ობიექტებიდან ნავთობის დისტილატების (ბენზინი, დიზელის საწვავი) საცალო მიწოდება;
ე) საავტომობილო ტრანსპორტით 200 ლიტრის ზევით ნავთობის დისტილატების (ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) გადაზიდვა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების გარეშე, გარდა ავტომობილის ავზში არსებული საწვავისა“.
5. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ სხვა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებანი ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების კონტრაბანდის ფაქტების აღმოფხვრის, აღურიცხავი ნავთობის დისტილატების გამოვლენის და მათი საგადასახადო აღრიცხვაში სრულად მოქცევის მიზნით“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები