„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 03/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
395
01/10/2001
სსმ, 105, 03/10/2001
000000000.00(0).000.000000
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/10/2001 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №395

2001 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართ­ვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სა­მოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების (შემდგომში – ადმინისტრაციები) მიერ განსაზღვრული მიზნების, ფუნქციებისა და უფლებამოსი­ლების განხორციელებისათვის:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) 2002 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ადმინისტრაციების განთავსებისა­თვის ქ. თბილისში შესაბამისი ფართობის გამოყოფა უსასყიდლოდ, უვადო უზუფრუქტის ფორმით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნ­ველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი ადმინისტრაციების ბიუჯეტების დამტკიცება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ტრანსპორტისა და კო­მუ­ნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში აღ­ნიშნული თანხის აკუმულირების მიზნით 2002 წლის 1 იანვრამდე უზ­რუნ­ველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის სპეციალური ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.

4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამი­ნის­ტრომ:

ა) 2002 წლის 1 იანვრამდე „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს შეუსაბამოს და საქართველოს პრეზიდენტს და­სა­მ­ტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუ­ნიკაციების სამინისტროს დებულება და სტრუქტურა;

ბ) 2002 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებები:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.გ) სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.დ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.ე) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ვ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმია­ნობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ზ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმია­ნობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.თ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმია­ნობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ი) ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუ­ა­ლე­ბებით მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდო­ლო­გიისა და პროცედურის შესახებ.

5. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტ­რომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაონ და საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამონ „ტრანს­პორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

ე. შევარდნაძე