დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31(38), 30/06/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.002.001587 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/1999 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №390
1999 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 დეკემბრის №771 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგნოზო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების წესის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს 2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალი თანდართული დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შერჩევისას იხელმძღვანელონ მხოლოდ ამ ჩამონათვალით.
3. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების პასუხისმგებელმა სამთავრობო დაწესებულებებმა 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების შემდგომ ინფორმაცია 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების რეალიზაციის მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მიაწოდონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს.
4. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინონ 2000 წლისათვის დაგეგმილი ქვეყნის სამხედრო და თავდაცვითი, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის განმტკიცების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები