დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110330025, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140130.35.152.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
30/03/2011
ვებგვერდი, 110330025, 04/04/2011
200140130.35.152.016040
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/04/2011 - 20/01/2012)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 30 მარტი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საკრებულო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესისთანახმად, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის ძირითადი კომპონენტებია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი, ქალაქის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მაკრომდებარეობის ინდექსი და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-. ამავე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ. მიწის ფართობისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 Cn=Img x itl x C x K, სადაც:

 Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

 Img არის შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე . დუშეთისთვის უდრის 0,35-;

 Itl არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს მიერ;

 C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

 K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-;

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქალაქ დუშეთის ზონირება არ განხორციელდეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (Itl=1,0).

2. ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს ოთხმოცით (K=80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს.

3. აბა ჟინვალში და დაბა ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4,70 ლარს.

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 ლარს.

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1,68 ლარს.

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 6,72 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-ე, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი.

7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ოთხმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 26,88 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასი.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილება დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.”.

9. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ც. საძაგლიშვილი