მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110330022, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.153.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
30/03/2011
ვებგვერდი, 110330022, 04/04/2011
200230000.35.153.016059
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2011 - 27/04/2011)

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 31

2011 წლის 30 მარტი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგასახადო კოდექსის 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი და დადგინდეს მისი განაკვეთები :

  1. რეზიდენტი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ქონების გადასახადი შეადგენს :

 ა) რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის მის ბალანსზე                                                                         ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;

ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მის ბალანსე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობლობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, არამატერიალურ აქტივებზე, ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, მ.შ. იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ არსებულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

2.ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული:

ა) უძრავი ქონება (მ.შ. დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები;

ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100.000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,08 პროცენტს;

ბ) 100.000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის-საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტს.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაე ქონების გადასახადი შეადგენს:

 

 

 

 

 

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი\ჰა)

სახნავი და სხვა მიწები

1 ჰა

 

 

საკარმიდამო

1 ჰა

 

სათიბები

1 ჰა

 

საძოვრები

1 ჰა

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა

ბუნებრივი რესურსები 1 ჰა

 

95ლ

 

 

95ლ

 

18ლ

 

15ლ

 

20ლ

 

3ლ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწაზე ქონების გადასახადი მცხეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შედგენს 0.24 ლარს, გარდა ქ. მცხეთისა. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი X 1 კოეფიციენტზე = 0,24 ლ;

ბ) ქ. მცხეთაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1. კვ.მ.-ზე შეადგენს 0.288 ლარს. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი X 1,2 კოეფიციენტზე = 0,288 ლ.

6. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ პირები:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე;

ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                              . კალანდაძე