დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110428010, 05/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.153.016063 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №35
2011 წლის 27 აპრილი
ქ.მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 204-ე და 206-ე მუხლების, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილი იქნეს დამატებები და ცვლილებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს:
| სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)
| |||||||||
| სახნავი და სხვა მიწებისთვის 1ჰა(კარგი,მწირი) | საკარმიდამო 1ჰა (კარგი,მწირი) | სათიბები 1 ჰა | საძოვრები 1 ჰა | ყოფილი საკოლმე- ურნეო და საბჭოთა მეურნეო- ბის ტყეები
20 ლ. | ბუნებრივი რესურსები
3 ლ. | ||||
| კარგი
95 ლ
| მწირი
95ლ | კარგი
95 ლ | მწირი
95ლ |
20 ლ | გაკულტუ- რებული
20ლ
|
16 ლ | გაკულტუ- რებული
16 ლ | ||
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქონების გადასახადთან დაკავშირებით დაწესდეს შეღავათი და წლიური განაკვეთი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი სახით:
| სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)
| |||||
| სახნავი 1 ჰა კარგი,მწირი | საკარმიდამო 1ჰა კარგი,მწირი | სათიბები 1 ჰა მ.შ. გაკულტუ- რებული | საძოვრები 1 ჰა მ.შ. გაკულ- ტურებული | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა | ბუნებრივი რესურსები 1 ჰა |
| 82 ლარი
| 82 ლარი | 20 ლარი | 16 ლარი | 20 ლარი | 3 ლარი |
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები