დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 17/11/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.002.001931 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/11/2000 - 20/04/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
2000 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს ელექტროტექნიკური მრეწველობის დარგის საწარმოო ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და განახლების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნას მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება, დანიშნოს მისი ხელმძღვანელი და უზრუნველყოს ამ დაწესებულების საქმიანობის კონტროლი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები