დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.003259 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2005 - 17/12/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №641
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) „საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური“;
ბ) „არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური“;
გ) „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი“;
დ) „შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“;
ე) „გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები რეორგანიზებულ იქნენ და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გარემოს დაცვის ლაბორატორია“.
3. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება, წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ დებულების დამტკიცებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები