დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №57
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები