დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/08/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 17/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.002.002141 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/08/2001 - 31/12/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №333
2001 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გარემოს დაცვის სფეროში ოპერატიული ანალიზური საქმიანობის წარმართვის მიზნით:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ბ) გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
გ) შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ვ) კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია.
2. სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე).
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წესდებების და საშტატო ნუსხების დამტკიცება, მათი ხელმძღვანელების დანიშვნა.
4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საჭირო ქონების გადაცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინადადებების შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები