საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ

  • Word
საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27(34), 09/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 370160000.05.002.001558
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
341
30/05/1999
სსმ, 27(34), 09/06/1999
370160000.05.002.001558
საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/1999 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №341

1999 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ

ეროზიული პროცესების გააქტიურების შედეგად მნიშვნელოვან ზარალს განიცდის ქვეყნის ეკონომიკა. „ნიადაგის საფარის ეროზი­ისაგან დაცვის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აგვისტოს №493 ბრძანებულების შესაბამისად გარკვეული სამუშაოებია შესრულებული. მიუხედავად ამისა ეროზიული პროცესების შეჩერების საქმეში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა. მათი გადაჭრის საკითხთა საფუძვლიანი გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

ბუნების ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნების, ერო­ზიისაგან ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2005 წლების სახელმწიფო პროგრამა“.

2. საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის საქმეში სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინაცია განა­ხორციელოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებით შექმნილმა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამი­ნისტრომ (ბ.გულუა) და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი):

– ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მარტისა, დადგენილი წესის შე­სა­ბამისად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინონ განაცხადები დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის რეალიზაციის შესახებ მომდევნო წლის ინდიკატიური გეგმის პროექტში შესატანად;

– ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის სახელმწიფო პროგრამის ღონის­ძიებათა ის ნაწილი, რომელიც განეკუთვნება სამშენებლო საქმი­ანობას (დაპროექტება და მშენებლობა), განახორციელონ საქარ­თველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამი­ნისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა განა­ხორციელონ სათანადო ღონისძიებები პროგრამის რეალიზაციისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ე. შევარდნაძე