ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/07/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 010260030.05.002.000722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
351
07/07/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1997
010260030.05.002.000722
ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/07/1997 - 29/08/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 351

1997 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებლი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულება

I. ზოგადი დებულება

1.1. საქართველოს უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწებათაშორისო კომისია (შემდგომში კომისია) არის ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის საერთაშორისო ხელშეკრულებების, ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

1.2. კომისია შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელ საორგანიზაციო ღონისძიებებს, აანალიზებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საითხების განყოფილებისა და კომისიის წევრების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მოპოვებულ ინფორმაციას, ახორციელებს სწრაფ რეაგირებას ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე, ამზადებს შსაბამის საკითხებს და განსახილველად წაუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

1.3. კომისია თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

II. კომისიის შემადგენლობა

2.1. კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

III. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

3.1. კომისიის საქმიანბის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ იფორმაციის შეკრება და ანალიზი; უშიშროების საბჭოსათვის დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობის ინფორმირება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი და წინადადებების შემუშავება;

ე) შეხვედრების მომზადება და გამართვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; კომისიის დავალებით კომისიის წევრების მიერ მიღებული ინფორმაციის შემოწმება, ანალიზი და მათ საფუძველზე ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის წინადადებათა მომზადება;

ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფა, საუწყებო და საუწყებათაშოისო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა მეცნიერული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შესაბამის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია, უშიშროების საბჭოს რეგულარული ინფორმირება მათი მსვლელობის შესახებ, ამ საკითხებზე შესაბამის ხელმძვანელთა ანგარიშების მოსმენა;

თ) ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კონცეფციის შემუშავების უზრუნველყოფა;

ი) კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის და მათი დაძლევის პერსპექტივების შესწავლა და ანალიზი;

კ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენა;

ლ) საგანგებო მდგმარეობის გამოცხადების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესწავლა;

მ) სამხედრო მოსამსახურეთა შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების შესწავლა.

IV. კომისიის უფლებები

4.1. კომისიას უფლება აქვს მოსთხოვოს სამინისტროებ და უწყებების ხელმძღვნელებს აღმოუჩიოს კომისიის წევრებს ყოველგვარი დახმარება, წარუდგინოს მათ საჭირო დოკუმენტაცია.

V. კომისიის საქმიანობის წესი

5.1. კომისიის წევრები იკრიბებიან თვეში ერთხელ და ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და გატარებულ ღონისძიებებს, განსახილველად წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს.საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს საგანგებო სხდომა.

6.2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია ორგანიზაციულ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წვრთა ნახევარზე მეტი; გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.