„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 14/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.002011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
267
09/07/2004
სსმ, 71, 14/07/2004
010340000.05.002.002011
„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2004 - 28/09/2004)

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №267

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. 2004 წლის 15 სექტემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულება – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს:

ა) სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოსამსახურეთა მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლითა და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;

გ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსათვის გადაცემა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულება – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დაფინანსებისა და საშტატო რიცხოვნობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსათვის გადაცემა.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულება „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინ-ფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული №10, გვ. 78).

6. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების ამოქმედებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისთანავე.

მ. სააკაშვილი