დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 28/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110329015, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.160.016055 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2011 - 12/04/2011)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №72
2011 წლის 28 მარტი
ქ. რუსთავი
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №265 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
3. ფიზიკურ პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი | 141 |
| 2 | საკარმიდამო | 105 |
| 3 | სათიბები | 30 |
| 4 | საძოვრები | 27 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 24 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3,75 |
5. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:
| ზონა | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ |
| I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა) | 0.91 | 0.2184 |
| II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა) | 0.7 | 0.168 |
| III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად) | 0.595 | 0.1428 |
6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები