საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 07/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003908
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
238
05/04/2006
სსმ, 48, 07/04/2006
040030000.08.002.003908
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/2006 - 21/05/2009)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №238

2006 წლის 5 აპრილი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1999 წლის 27 იანვრის საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „გლობალური გარემოსდაცვითი სატრასტო ფონდის გრანტის ხელშეკრულებით (სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტი)“, 2001 წლის 15 ოქტომბრის საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო ხელშეკრულებითა“ (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი) და 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის „განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით (ტყის განვითარების პროექტი)“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი და საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) 2006 წლის 8 მაისამდე უზრუნველყოს:

ა) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) სააგენტოს სამეთვალყურეო ორგანოს – სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის წარმოდგენა დასამტკიცებლად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულება;

ბ) „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 8 მაისიდან.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი