„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 22/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.
268
21/05/2009
სსმ, 63, 22/05/2009
040.030.000.08.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №268

2009 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტრომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იური-დიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის №238 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის  1 ივნისიდან.

მ. სააკაშვილი