შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 11/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 240050000.05.002.001031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122
06/04/2001
სსმ, 34, 11/04/2001
240050000.05.002.001031
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/04/2001 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

2001 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასა­ხადის ბიუჯეტებს შორის განაწილების თანდართული წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ე. შევარდნაძე

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-10 ნა­წი­ლით შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2002 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულია მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. კერძოდ, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოგების გადასახადი მთლიანად ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ ნაწილდება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანო­ნის შესაბამისად.

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2001 წლის 1 იანვრიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების მოწესრიგების მიზნით:

1. საქართველოს ეროვნულ ბანკში დამატებით გახსნილ საქარ­თველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების 396118802 ანგარიშზე (აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკისათვის – 397118102 ანგარიშზე) მთლი­ანად ჩაირიცხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი.

2. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ზემოთ აღნიშნულ ან­გარიშზე ჩარიცხული მოგების გადასახადი ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლის 42-ე ნაწილით განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე;

ბ) დარჩენილი თანხიდან:

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რკინიგზის სამმართველოს საწარმოების მიხედვით განსაზღვრული მოგების გადასახადის 99 პროცენტი ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო 1 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში;

– საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების რკინიგზის სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების საწარმოების მიხედვით განსაზ­ღვრული მოგების გადასახადის 85 პროცენტი ჩაირიცხება შესა­ბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო 15 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი თანხების ჩარიც­ხვა მათ ბიუჯეტებში ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ მიზნით გახსნილი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების გადასახა­დებისა და შემოსავლების გამანაწილებელი სატრანზიტო ანგარიშიდან შპს „საქარ­თველოს რკინიგზის“ მიერ შესაბამისად 397118102 და 396118802 ანგარიშებზე წარმოდგენილი და დამოწმებული საგადასახადო დავალების მეორე გვერდზე მოცემული განაწილებისამებრ.