დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 10/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320040000.05.002.001869 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/08/2000 - 29/12/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №348
2000 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების, აგრეთვე უფლებამოსილების განხორციელებისათვის:
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი), ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) ერთ თვეში უზრუნველყონ კომისიის განთავისებისათვის ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას №12-ში მდებარე შენობაში 2 სართულის გამოყოფა უსასყიდლო, უვადო უზუფრუქტის ფორმით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიასთან (ვ. აბაშიძე) ერთად 2 თვეში უზრუნველყონ შპს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და შპს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის“ სახელმწიფო კუთვნილი წილის (100%) კომისიისათვის მართვაში გადაცემა, წარმოადგინონ წინადადებები კომისიის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა ქონების გადაცემის თოაბაზე.
3. კომისიამ 2000 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის დებულება და სტრუქტურა. შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომისიის საშტატო ნუსხა, კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები