დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №202 და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებებში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 05/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.05.002.002.821 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №632
2003 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №202 და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით მისთვის განსაზღვრული ფუნქციებისა და მიზნების, აგრეთვე უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის:
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) ერთ თვეში უზრუნველყოს კომისიის განთავსებისათვის ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე №42 კორპუსის პირველი, მეორე და მესამე სართულებისა და №42-ა კორპუსის მეორე სართულზე სამინისტროს სარგებლობაში არსებული ფართობის გადაცემა უსასყიდლო, უვადო უზუფრუქტის ფორმით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №348 ბრძანებულება.
3. „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №202 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12“.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. კომისიის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42“.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები