მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 06/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.001998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
68
23/02/2001
სსმ, 20, 06/03/2001
430210000.05.002.001998
მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2001 - 29/09/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

2001 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში მშენებელ მუშათა კადრების სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი სპეციალისტების მომზადების, ატესტაციის, მუშათა აღრიცხვიანობის საკითხის მოგვარების, კვალიფიციურ მუშათა ბანკის შექმნის, სპონტანურად შექმნილი მუშათა ბირჟების მოწესრიგებისა და მათ ნაცვლად ორგანიზებული ბირჟების შექმნის მიზნით:

1. მუშათა კადრების აღრიცხვის, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციის, კოორდინაციისა და ატესტაციის განხორციელებისათვის  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მშენებელი“, რომლის სახელმწიფო კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი)

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაკვეთით განახორციელოს  მშენებელ მუშათა კადრების მომზადება და გადამზადება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და საინჟინრო აკადემიასთან შეთანხმებით.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად შექმნას მშენებელ მუშათა ორგანიზებული ბირჟები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში საჭიროების მიხედვით.

4. მშენებელ მუშათა კადრების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდეს თვითდაფინანსების პრინციპით.

5. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მშენებელის“ წესდება და დანიშნოს ხელმძღვანელი;

ბ) დადგენილი წესით განათლების სამინისტროსთან ერთად დაადგინოს და დაამტკიცოს მუშათა კადრების პროფესიების ჩამონათვალი, რომლებზეც გაიცემა სავალდებულო და ნებაყოფლობითი ატესტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.

ე. შევარდნაძე