ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 04/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003128
  • Word
420
29/09/2004
სსმ, 109, 04/10/2004
040030000.08.002.003128
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №420

2004 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებისა და „მშენებელ მუშაკთა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №68 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – „ცენტრი საქსოფლპროექტი“, „ცენტრი საქკომუნპროექტი“, „თბილსახავტოგაზპროექტი“, „ჰაბიტატჯორჯია“, „თბილწყალგეო“, „საქბინპროექტი“, „მშენებელი“ რეორგანიზებულ იქნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის იურიდიული პირის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებად რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „თბილარქთეორია“ დაექვემდებაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №68 ბრძანებულება „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“, გარდა „თბილარქთეორიის“ ნაწილისა.

მ. სააკაშვილი