საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო -ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო -ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10(17), 05/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 480420020.05.002.001504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
83
26/02/1999
სსმ, 10(17), 05/03/1999
480420020.05.002.001504
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო -ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/1999 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №83

1999 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო -ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის შესახებ  

ერთიანი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, ამ სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების სრულყოფის, ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ორგანიზაციის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების ფართოდ მოზიდვის, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსათვის დებულებით დაკისრებული ფუნქციების უკეთ რეალიზაციის მიზნით:

1. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებმა ყოველკვარტალურად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთირთობების სფეროში თავიანთი საქმიანობის შესახებ.

2. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და საფინანსო-საინვესტიციო წინადადებების შესახებ მოლაპარაკების წარმართვისა და ურთიერთობების დამყარების საწყის სტადიაზე; ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებთან ხელმოსაწერი ყველა საინვესტიციო ხელშეკრულების (შეთანხმება, კონტრაქტი) შესახებ, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ქონება, მიაწოდონ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს შეუთანხმოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეკონომიკის სფეროში დასანიშნ დიპლომატთა კანდიდატურები. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შესაბამისმა სამსახურებმა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სისტემატურად მიაწოდონ ეკონომიკური ხასიათის ინფორმაცია და უზრუნველყონ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დავალებათა შეუფერხებელი შესრულება;

4. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინაციის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ასეთ პროგრამებში მონაწილეობის მსურველმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა შესაბამისი წინადადებით მიმართონ მხოლოდ ევროკავშირის პროგრამა „ტასისის“ ეროვნულ კოორდინატორს (თ. ბერუჩაშვილი) ან მის სამსახურს საქართველოში.

5. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი):

ა) გაააქტიუროს მუშაობა ტრადიციული ქართული საექსპორტო პროდუქციის, როგორც დსთ-ს, ისე საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების ბაზრებზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

ბ) გაააქტიუროს საქმიანობა მომსახურებით ვაჭრობის და მისი ექსპორტის გაუმჯობესებისათვის. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და სახელშეკრულებო ბაზის გაფართოება;

გ) გაააქტიუროს მუშაობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით; ამ მიმართულებით დახვეწოს შიდა ბაზრის დაცვის მექანიზმები, რომელთაც ითვალისწინებს მსო-ს შეთანხმებები და მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში შესატანად;

დ) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან (ბ. ხატიძე) ერთად და დაინტერესებული სამინისტროების მონაწილეობით შეიმუშაოს და ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს რეგიონებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ.                                                           

 ე. შევარდნაძე