საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 13/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 18/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001990
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
42
06/02/2001
სსმ, 12, 13/02/2001
010240030.05.002.001990
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2001 - 15/04/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №42

2001 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

სამთავრობო კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ კრიზისიდან გამოყვანის მიზ­ნით, ნება დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მძღოლის მართვის მოწმობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სა­­ნომრე ნიშნების, ტექნიკური პასპორტების, მოქალაქეთა ეროვნული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემიდან მიღებული შემო­სავლების 40 პროცენტი წარიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და ამ საქმიანობის შემდგომი სრულყოფისათვის.

2. დარჩენილი 60 პროცენტი 2001 წლის 1 თებერვლიდან 2003 წლის 1 იანვრამდე მიმართულ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ერთობლივად დამტ­კიცებული ხარჯთა ნუსხის თანახმად გამოყენებულ იქნეს საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მიერ სახელმწიფოსა და სხვადასხვა კრედიტორების მიმართ წარმოშობილი დავალიანებების, აგრეთვე სხვა გადაუდებელი და აუცილებელი ხარჯების დასა­ფინანსებლად.

3. სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ამ ანგარიშზე წლის განმავ­ლობაში ხარჯთა ნუსხით დამტკიცებული მოცულობის ზევით დამატებითი სახსრების მიღების შემთხვევაში მეტობა მთლიანად წარი­მართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე