დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 18/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020070.05.002.002538 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №151
2003 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მძღოლის მართვის მოწმობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების, ტექნიკური პასპორტების, ტექნიკური დათვალიერების ფირნიშების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის, მოქალაქეთა ეროვნული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემიდან, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ამოღებული ჯარიმებიდან, ბეჭდებისა და შტამპების დამზადებაზე, დიაგნოსტიკური ცენტრების, ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის რეგისტრაციის ნებართვების გაცემიდან 2003 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 იანვრამდე მიღებული შემოსავლების 70 პროცენტი წარიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო 30 პროცენტი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №42 ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები