„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“

  • Word
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 04/11/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
445
25/10/2002
სსმ, 108, 04/11/2002
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (04/11/2002 - 04/11/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №445

2002 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნის მასშტაბით გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიის ცენტრი“.

2. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ბ.შოშიტაიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ დებულება და დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. შეტანილ იქნეს დამატება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების VII თავის 23-ე პუნქტში და ტერიტორიული ორგანოების ჩამონათვალის შემდეგ დაემატოს სიტყვები – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიის ცენტრი“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრმა“ საქსტანდარტს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი შემოსავლებიდან.

ე. შევარდნაძე