დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 483 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 05/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2004 - 07/12/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
2004 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი).
2. საქსტანდარტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე).
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ერთ თვეში საქსტანდარტის დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციათა ასახვა;
ბ) საქსტანდარტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წარმოდგენა;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქსტანდარტისათვის გადაცემა.
4. 2004 წლის 10 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №374 ბრძანებულება;
გ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №375 ბრძანებულება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №376 ბრძანებულება.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
7. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საქსტანდარტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები