დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 18/01/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.05.002.001969 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/01/2001 - 04/07/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
2001 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების განვითარების დამახასიათებელი სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფისა და განახლების მიზნით:
1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო ინფორმაციული ცენტრის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნას სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2. სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლო განახორციელოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე).
3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება და დანიშნოს მისი ხელმძღვანელი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები