დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 569 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 05/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440020060.08.002.003497 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №569
2005 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებულება.
4. ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები