საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322038, 22/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
43
22/03/2011
ვებგვერდი, 110322038, 22/03/2011
110060010.22.027.016114
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2011 - 25/09/2013)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №43

2011 წლის 22 მარტი

. თბილისი

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის პირობებს.

მუხლი 2

პრაქტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფისათვის ხელშეწყობა.

მუხლი 3

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით ფორმდება შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

თავი II

პრაქტიკაზე მიღება

მუხლი 4

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაგისტრატურის სტუდენტს ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

მუხლი 5

1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე სტუდენტებს ეცნობებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით.

2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის მიერ.

მუხლი 6

პრაქტიკანტთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.

მუხლი 7

1. კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებისა და პროგრამის თაობაზე პრაქტიკის გავლის მსურველებს ეცნობებათ წინასწარ, ტესტირებამდე გონივრულ ვადაში.

2. კონკურსის მეორე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება პრაქტიკანტობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულების ბარიერს).

3. პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან/და მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და პროკურატურის მუშაკები.

მუხლი 8

პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შესაბამისი თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში.

თავი III

პრაქტიკის გავლის ვადა, პირობები და პროგრამა

მუხლი 9

1. თითოეულ პრაქტიკანტს, შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა (არა უმეტეს 3 თვისა) და პროგრამა.

2. თითოეულ პრაქტიკანტს განესაზღვრება პრაქტიკის ხელმძღვანელი.

მუხლი 10

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:

ა) პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ დაესწროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებებისა და ღონისძიებების ჩატარებას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს პრაქტიკის ხელმძღვანელისა ან/და პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მითითებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;

გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები;

დ) უზრუნველყოს იმ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პროცესში და რომლის გახმაურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოძიების, სახელმწიფო ბრალდებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს, ასევე ხელყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 11

საქართველოს პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

მუხლი 12

პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად ან პროკურატურის უფლებამოსილი მუშაკის მეშვეობით აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის პროცესს, პრაქტიკანტს პერიოდულად აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.

მუხლი 13

პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება .

თავი IV

პრაქტიკანტთა მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება

მუხლი 14

1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკის ხელმძღვანელი ახდენს თითოეული პრაქტიკანტის შეფასებას.

2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე.

3. გარდა მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა, პრაქტიკანტისათვის ივსება იუსტიციის სამინისტროში დადგენილი შეფასების ფორმა ( დანართი №1).

მუხლი 15

წარმატებული პრაქტიკანტები დაჯილდოვდებიან სერტ იფიკატებით და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის საზოგადოებრივ აქტივობებში.

 

 დანართი №1

პრაქტიკანტის შეფასების ფორმა

პრაქტიკანტის სახელი და გვარი:

 

 

 

პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის

/პროკურატურის ორგანოს დასახელება:

 

პრაქტიკის ხელმძღვანელი:

 

უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო პრაქტიკანტი ანგარიშვალდებული:

 

გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე:

 

 

ზოგადი კომპეტენციების შეფასება

 

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

პასუხისმგებლობის გრძნობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადაპტაციის უნარიმოქნილობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანალიტიკური აზროვნება
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დროის განაწილების და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზებულობის ხარისხი მოვალეობების შესრულებისას
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინიციატივა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაკვირვების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გუნდური მუშაობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესრულებული სამუშაოს ხარისხი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არგუმენტაციის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                           

სტატისტიკური ინფორმაცია პრაქტიკანტის საქმიანობის შესახებ

კატეგორია

რაოდენობა

დასწრება საგამოძიებო მოქმედებებზე

 

სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებისას მონაწილეობა

 

დასწრება სასამართლო განხილვებზე

 

მონაწილეობა საპროცესო დოკუმენტების შედგენაში

 

 

 

პრაქტიკანტის ზოგადი შეფასება

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრაქტიკის ხელმძღვანელის კომენტარი

 პრაქტიკანტის საქმიანობასთან დაკავშირებით

 (სავალდებულო)

 

 

პრაქტიკის ხელმძღვანელის

 ხელმოწერა:

თარიღი: