„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016498
97
25/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
110060010.22.027.016498
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №97

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის №43 ბრძანებით (ვებგვერდი, 22/03/2011, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016114) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით შესაძლოა, გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტებს.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ, გონივრულ ვადაში.

2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება  საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში - მთავარი პროკურორი) მიერ.“.

4.  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურატურის მუშაკები.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება,  შესაბამისი თეორიული ან/და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ პრაქტიკანტს ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა და პროგრამა.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13

პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება.“.

8. მე-14 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად.

3. გარდა მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა, პრაქტიკანტისათვის შეიძლება შეივსოს  შეფასების ფორმა (დანართი №1).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი