დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 04/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/07/2000 - 10/07/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №281
2000 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
1. საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას:
ა) თბილისის გლდანი-ნაძალადევის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, თბილისის ვაკე-საბურთალოს, თბილისის ისანი-სამგორის, თბილისის მთაწმინდა-კრწანისისა და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციები;
ბ) გარდაბნისა და მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციები;
გ) თეთრიწყაროს, დმანსის, ბოლნისისა და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციები.
2. განისაზღვროს საგადასახადო ინსპექციების შემდეგი სამოქმედო ტერიტორიები:
ა) თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის – ქ. თბილისის გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;
ბ) თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის – ქ. თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;
გ) თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის – ქ.თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;
დ) თბილისის ისანი-სამგორის საოლქო ინსპექციის – ქ.თბილისის ისნისა და სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;
ე) თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის – ქ. თბილისის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;
ვ) რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ქ.რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში განახორციელოს გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო კონტროლი, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების აკრეფა, იურიდიული მომსახურება და საგადასახადო საჩივრების განხილვა, დმანისისა და ბოლნისის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში – საგადასახადო კონტროლი, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების აკრეფა და საგადასახადო საჩივრების განხილვა;
ზ) გარდაბნის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში განახორციელოს გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო კონტროლი, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების აკრეფა და იურიდიული მომსახურება;
თ) მარნეულის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ მარნეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში განახორციელოს გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების აკრეფა და იურიდიული მომსახურება, ხოლო თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში – მონაცემთა დამუშავება, გადასახადების აკრეფა, საგადასახადო კონტროლი და იურიდიული მომსახურება;
ი) თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, წალკის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა – შესაბამისი რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში განახორციელონ გადამხდელთა რეგისტრაცია და მომსახურება.
3. გაუქმდეს ქ.რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, წალკის რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2000 წლის 10 აგვისტოდან.
4. გაუქმდეს ქ. თბილისისა და თბილისის რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2000 წლის 25 აგვისტოდან.
5. ამ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა რუსთავის საოლქო, გარდაბნისა და მარნეულის ზონალურმა და თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, წალკის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2000 წლის 10 აგვისტოდან.
6. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2000 წლის 25 აგვისტოდან.
7. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტატუსი დადგინდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად და მისი საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 271 საშტატო ერთეულით.
8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტატუსი დადგინდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად და მისი საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 120 საშტატო ერთეულით.
9. შეიქმნას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად და მისი საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 290 საშტატო ერთეულით.
10. შეიქმნას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად და მისი საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 49 საშტატო ერთეულით.
11. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ.მაჭავარიანი):
ა) 2000 წლის 1 სექტემბრამდე მოამზადოს და განსახილველად წარმოადგინოს „საქართველოს საბაჟო ორგანოების შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები;
ბ) 2000 წლის 10 ივლისამდე განსაზღვროს საგადასახადო ორგანოების ახალი სტრუქტურა, საშტატო რიცხოვნობა და განრიგი, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) პროგრამა და მოწყობის თანმიმდევრობა, საგადასახადო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო და სპეციალური მოთხოვნები;
გ) 2000 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაციის განხორციელება ამ ბრძანებულებით განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობითა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ დადგენილი სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
დ) 2000 წლის 20 ივლისამდე წარმოადგინოს წინადადებები რეფორმის განხორციელების მეორე ეტაპის თაობაზე;
ე) 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას წარმოადგინოს წინადადებები საბაჟო და საგადასახადო ორგანოების საშტატო რიცხოვნობის შესახებ;
ვ) 2000 წლის 1 სექტემბრამდე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები საბაჟო ორგანოების სისტემური, სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმების შესახებ.
12. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოების შტატების შემცირებასა და ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა.
13. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა.
14. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები