„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 06/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
434
05/10/2000
სსმ, 91, 06/10/2000
000000000.00.000.000000
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №434

2000 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძა­ნებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციები“.

2. პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვა „ბოლ­ნისისა“;

3. მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ) რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის – ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ზ) ბოლნისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის – ბოლნისისა და დმანისის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

თ) გარდაბნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის – გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ი) მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;“

ამავე პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების – შესაბამისი რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები“.

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა რუსთავის სა­ოლქო, ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის ზონალურმა და თეთ­რიწყაროს, დმანისის, წალკის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2000 წლის 20 ოქტომბრიდან“.

5. მე-8 პუნქტში ციფრი „120“ შეიცვალოს ციფრით „132“.

 ე. შევარდნაძე