ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322004, 28/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
17/03/2011
ვებგვერდი, 110322004, 28/03/2011
010250020.35.131.016049
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/03/2011 - 17/06/2011)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 17 მარტი

ქ. ქობულეთი

ობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1. დამტკიცებულ იქნეს ობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  . ბერაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I.  ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოხვრასა და პრევენციას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. შიდა აუდიტის სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №-8 დადგენილების შესაბამისად.  

4. შიდა აუდიტის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

5. შიდა აუდიტის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.

თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

     მუხლი 2

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის კონტროლისა და მართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას.

ბ) უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას;

დ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.

    მუხლი 3

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატულობისა და ეფექტიანობის შეფასება;

დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა;

თ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურეობრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

კ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

ლ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

    მუხლი 4

1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურეათან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინარული გადაცდომისა და სხვა სამართალსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

დ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;

ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;

ზ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;

თ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.

3. გამგეობის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.

    მუხლი 5

1. სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;

ბ) ჩაატაროს გამგეობის მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე  შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;

დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ე) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;

ვ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;

ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა

      მუხლი 6

1. შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი (შემდგომშისამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,.ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ’’ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;

ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

თ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ესწრება გამგებლის თათბირებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებელის და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:

ა)პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) გარდაცვალება;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის მთავარ სპეციალისტს.

 თავი IV. სამსახურის სტრუქტურა

       მუხლი 7

 1. შიდა აუდიტის სამსახური შედგება:

 ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება შიდა აუდიტის სამსახურის საშტატო განრიგით.

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.