დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624020, 29/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.131.016060 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 17 ივნისი
ქ. ქობულეთი
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №22 დადგენილებაში (სსმ 28.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.“.
2. მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სამართალსაწინააღმდეგო“ შეიცვალოს სიტყვით „მართლსაწინააღმდეგო“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ.“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ.“.
6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები