დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. ჭიათურის ტერიტორიის ზონირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110321011, 23/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016022 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/03/2011 - 06/12/2013)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2011 წლის 18 მარტი
ქ. ჭიათურა
ქ. ჭიათურის ტერიტორიის ზონირების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერ იუ ლ ზონებად.
მუხლი 2
1. ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის , ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
2. ქ. ჭია თურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის , გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმ. გერმანეს, ცხოვრებაძის, 9 აპრილის, ვაჟა -ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის) , ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორი ა, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილ ასა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
3. ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის № 94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუ ჩის მე-4 შესახვევი) , წმ. გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
მუხლი 3
დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა ( დანართი №1 ).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანა ვე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
დანართი №1

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები