საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 07/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
78
01/03/2000
სსმ, 20, 07/03/2000
010240030.05.002.000001
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/03/2000 - 15/03/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 78

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში საკონსულო მოსაკრებლების საბიუჯეტო ანარიცხები, საჭიროებისამებრ ადგილზე მიიმართოს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დასაფინანსებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) ზრუნველყონ მიღებული (გახარჯული) საკონსულო მოსაკრებლების 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებში გატარება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2000 წლის 1 მარტიდან.

ე. შევარდნაძე