დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 07/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2000 - 15/03/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №78
2000 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში საკონსულო მოსაკრებლების საბიუჯეტო ანარიცხები, საჭიროებისამებრ ადგილზე მიიმართოს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დასაფინანსებლად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) უზრუნველყონ მიღებული (გახარჯული) საკონსულო მოსაკრებლების 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებში გატარება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2000 წლის 1 მარტიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები