საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 230210000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
676
05/12/1998
სსმ, 6, 24/12/1998
230210000.05.002.000001
საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/1998 - 03/04/1999)

საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №676

1998 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ

საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარეობს საბაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროგრამა, რაც ითვალისწინებს საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური პოზიციების განმტკიცებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საბაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელება სამომავლოდ დადებით შედეგს გამოიღებს.

მიმდინარე საბიუჯეტო შემოსავლები არ იძლევა ძირითადი სახელმწიფო პროგრამების სრულად დაფინანსების საშუალებას, რაც უარყოფითად აღიქმება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე.

საქართველოს ტერიტორიაზე საიმპორტო, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთბრუნვის, საბაჟო რეჟიმების კონტროლის გაძლიერების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთების დანიშნულებისამებრ გადაადგილების, მისი აღრიცხვისა და დაბეგვრის სფეროში მოქცევის, აგრეთვე არსებული რეზერვების გამოვლენისა და საბაჟო სისტემიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სრულად და დროულად ამოღების მიზნით:

1. გამოცხადდეს ღია საერთაშორისო ტენდერი საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე.

2. შეიქმნას სატენდერო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სატენდერო კომიტეტის თავმჯდომარე

თემურ ბასილია  – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

კახა თარგამაძე  – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ნიკო ლეკიშვილი  – გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარე

ირაკლი მანაგაძე  – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვლადიმერ პაპავა  – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ზაზა სიორიძე  – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

მიხეილ უკლება  – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

მიხეილ ჩიკვილაძე  – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვალერი ჩხეიძე  – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია  – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გიორგი ხანიშვილი  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომიტეტის მდივანი.

3. სატენდერო კომიტეტმა უზრუნველყოს:

ა) საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე სატენდერო დებულების წარმოდგენა ხუთ დღეში;

ბ) ტენდერის გამოცხადების შესახებ განცხადების მომზადება და ინფორმაციის ადგილობრივ და საერთაშორისო საშუალებებში გამოქვეყნება;

გ) ტენდერში მონაწილე კომპანიებისათვის ხელშეწყობა და დახმარება;

დ) ტენდერში მონაწილეთაგან გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება;

ე) ტენდერის გამართვის შემდეგ მთავრობაში ანგარიშის წარმოდგენა განსახილველად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი):

ა) უზრუნველყოს ტენდერის მოწყობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მომზადება;

ბ) საქართველოს მთავრობის სახელით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ე. შევარდნაძე