დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16(23), 09/04/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
1999 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კონტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოში შემოტანილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების წინასაიმპორტო და წინასაექსპორტო სავალდებულო ინსპექტირებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმებში განთავსებამდე და შემდგომ გადაადგილებაზე სავალდებულო ზედამხედველობისა და იმპორტის შემდგომი კოტროლის განხორციელებაზე ტენდერის მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური განვითარების, საბაჟო სისტემიდან საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის, საბაჟო დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დახმარების გაწევის, საბაჟო დეპარტამენტისათვის ტექნიკური და ინტელექტუალური დახმარების გაწევისათვის და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებზე კონტროლის ოპტიმალური მექანიზმის ჩამოყალიბებაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ“.
2. ბრძანებულების 1-ლი პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოცხადდეს ღია საერთაშორისო ტენდერი საქართველოს საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური განვითარების, საბაჟო სისტემიდან საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის, საბაჟო დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დახმარების გაწევის, საბაჟო დეპარტამენტისათვის ტექნიკური და ინტელექტუალური დახმარების გაწევისათვის და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებზე კონტროლის ოპტიმალური მექანიზმის ჩამოყალიბებაზე“.
3. ბრძანებულების მე-2 პუნქტში:
ა) სატენდერო კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
ირაკლი მანაგაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
მიხეილ უკლება - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;
ზურაბ ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
ბ) სატენდერო კომიტეტის წევრების ჩამონათვალს დაემატოს:
რევაზ ადამია - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;
ივანე ჩხარტიშვილი- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
4. მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სატენდერო კომიტეტმა უზრუნველყოს:
ა) ტენდერის მოწყობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მომზადება;
ბ) ტენდერში მონაწილე კომპანიებისათვის ხელშეწყობა და დახმარება;
გ) შემოსული წინადადებების შესწავლა და ანალიზი;
დ) ტენდერის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშის წარდგენა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე განსახილველად;
ე) ტენდერში მონაწილეთაგან გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება“.
5. მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მთავრობის სახელით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა;
ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდბულებების განუხრელი შესრულება;
გ) მიმდინარე წლის 1 ივნისიდან მუშაობის დასაწყებად გამარჯვებული კომპანიისათვის დახმარების აღმოჩენა“.
6. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) ერთად განახორციელოს კონტროლი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და პროექტის განხორციელების მიმდინარეობაზე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები