საქართველოს ავიაციის მუშაკთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ავიაციის მუშაკთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
675
02/12/1998
სსმ, 6, 24/12/1998
280120000.05.002.000001
საქართველოს ავიაციის მუშაკთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/1998 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №675

1998 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ავიაციის მუშაკთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ

ავიაციის სპეციფიკა, საფრენოსნო სამუშაოთა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედება, პროფესიული დაავადებები, ტრავმების მაღალი ალბათობა – იწვევს ავიაციის სპეციალისტთა მუდმივ სამედიცინო და მორალური რეაბილიტაციის აუცილებლობას.

დარგის განსაკუთრებულობის, მავნე პირობებში მომუშავე საფრენოსნო, სანავიგაციო და სხვა ავიასაწარმოების მომსახურების სპეციალისტებისა და ავიაციის ვეტერანებისათვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. მოწონებული იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს ავიაციის მუშაკთა პროფესიული კავშირის წინადადება სამოქალაქო ავიაციის სოციალურ გარანტიათა პროგრამის შექმნის თაობაზე.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსდეს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან, შემდეგი ღონისძიებებისათვის:

ა) არამომუშავე, მავნე პირობებში მომუშავე მოქმედი საავიაციო თანამდებობიდან პენსიაზე გასულ პირთა საპენსიო ანაზღაურებაზე დანამატის გაცემა აღნიშნული პენსიის ქვეყანაში მიღებული მინიმალური სამომხმარებლო კალათის ოდენობამდე ანაზღაურების უზრუნველსაყოფად;

ბ) ამ კატეგორიის პენსიონერთა, აგრეთვე, განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე პირების, სახელმწიფო დავალებების შესრულებისას დაღუპულ ავიატორთა ოჯახების წევრების შეღავათიანი სანატორიულ-კურორტული უზრუნველყოფისათვის;

გ) ავიატორთა დასასვენებელ ბაზებზე ბავშვთა დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) მოახდინოს მიმდინარე 1998 წელს უკვე გაცემული და წლის დარჩენილ ნაწილში გასაცემი თანხების საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტში კომპენსირება.

3. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტთან (ჯ. მარგველიძე) ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები ავიაციის მუშაკთა სამედიცინო მომსახურების სრულყოფისა და განვითარების კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ.

4. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი), სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ო. ხუფენია) საქართველოს ავიაციის მუშაკთა პროფესიული კავშირის მონაწილეობით 1998 წლის ბოლომდე მოამზადონ და საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ კანონპროექტი "საქართველოს ავიაციის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ".

ე. შევარდნაძე