თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ

  • Word
თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
413
10/07/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998
010340000.05.002.000001
თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/07/1998 - 18/10/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №413

1998 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ

 "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ერთგვაროვნად, სწორად და სრულად შევსების უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების თანდართული ინსტრუქცია, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების თანდართული წესი და თანდართული ცნობის ფორმა თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე.

2. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციისა და თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების წესის გაცნობა და მათი მოთხოვნისამებრ დამატებითი ინსტრუქტაჟი დეკლარაციების შესავსებად.

3. ამ ბრძანებულების მოქმედება გავრცელდეს "იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ივნისის №388 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე.

4. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ე. შევარდნაძე

 

თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია

თავი I

დეკლარაციების შევსების საერთო წესი

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" და "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად ადგენს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების მოთხოვნებსა და წესს.

 

    მუხლი 2

1. ამ ინსტრუქციაში, თუ არ არის განსაკუთრებული მითითება, შესაბამისი ტერმინები გამოყენებულია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

2. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის დადგენამდე, საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია ასი ლარით.

3. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის საშემოსავლო დეკლარაცია არის საქართველოს პარლამენტის წევრის საფინანსო დეკლარაცია.

    მუხლი 3

1. თანამდებობის პირი დეკლარაციას ავსებს ხელით, პირადად და უშუალოდ.

2. დეკლარაცია შეივსება ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი ან ავტოკალმით.

    მუხლი 4

თანამდებობის პირი დეკლარაციას ავსებს სახელწიფო ენაზე.

    მუხლი 5

თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციის მხოლოდ იმ ფურცლებს, რომლებშიც უნდა აისახოს მონაცემები მისი (მისი ოჯახის წევრების) ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის თაობაზე. დეკლარაციის გამოუყენებელი ფურცლები დეკლარაციის წარდგენისას უნდა დაუბრუნდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს (შემდგომში – საინფორმაციო ბიურო).

    მუხლი 6

1. თუ დეკლარაციის რომელიმე ფურცლის ერთი ფორმა არ არის საკმარისი ყველა შესაბამისი მონაცემის შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება იგივე ფურცლის მეორე ფორმაში.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარაციის ფურცლის ყოველი ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში შესაბამისი ნომრით (არაბული ციფრით) აღინიშნება მათი შევსების რიგითობა.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით შევსებული დეკლარაციის ფურცლის ორი ან მეტი ფორმა გაერთიანებულად ჩაითვლება და შეადგენს თანამდებობის პირის დეკლარაციის შესაბამის ერთ ფურცელს.

    მუხლი 7

1. დეკლარაციის ყოველი ფურცლის ზედა პირველ გრაფაში თანამდებობის პირი მიუთითებს, თუ რომელი წლისათვის ივსება დეკლარაცია (ე.ი. მიუთითებს საინფორმაციო ბიუროში დეკლარაციის წარდგენის წელს). მონაცემები წლის თაობაზე ამ გრაფაში შეიტანება ოთხი არაბული ციფრის კომბინაციის სახით.

2. დეკლარაციის ყოველი ფურცლის (გარდა 1-ლი ფურცლებისა) ქვედა ბოლო გრაფაში თანამდებობის პირი სრულად, შემოკლების გარეშე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად. ამავე გრაფის მარჯვენა ნაწილში თანამდებობის პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციის ნამდვილობას.

    მუხლი 8

დეკლარაციაში ფულადი მონაცემები (ფასი, საფასური, ფულის ოდენობა, თანხა, ღირებულება და სხვ.) აღინიშნება მხოლოდ ლარებით, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხოური ვალუტით გამოხატული ფულადი მონაცემები დეკლარაციაში შესატანად გადაიანგარიშება სადეკლარაციო პერიოდისათვის არსებული უცხოური ვალუტის ლართან მიმართებაში ოფიციალური კურსის მიხედვით. ამასთან, ფრჩხილებში მიეთითება შესაბამისი კურსის დაფიქსირების რიცხვი და თვე.

    მუხლი 9

დეკლარაციაში სახელი და გვარი იწერება სრულად, შემოკლების გარეშე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად. 16 წლამდე ასაკის პირის სახელი და გვარი დეკლარაციაში იწერება დაბადების რეგისტრაციის მოწმობის შესაბამისად.

    მუხლი 10

1. დეკლარაციაში მისამართის მისათითებლად მონაცემები აღინიშნება შემდეგი თანმიმდევრობით: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, (სხვა დასახლებული პუნქტი), ქუჩა (გამზირი ან სხვა), შენობისა და ბინის ნომერი.

2. დეკლარაციაში დაბადების ადგილის, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მისათითებლად მონაცემები აღინიშნება შემდეგი თანმიმდევრობით: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, (სხვა დასახლებული პუნქტი).

3. მისამართის, დაბადების ადგილის, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შემადგენელი ელემენტები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმეებით.

    მუხლი 11

დეკლარაციაში თარიღის, დროის მონაკვეთის ან პერიოდის მისათითებლად წელი აღინიშნება ოთხი არაბული ციფრის კომბინაციით, რიცხვი – არაბული ციფრების მეშვეობით, ხოლო თვე – სიტყვიერად.

    მუხლი 12

თუ დეკლარაციაში მისათითებელი ქონების ღირებულების დასადგენად საჭიროა სპეციალური შეფასება, დეკლარაციაში უნდა მიეთითოს მისი მიახლოებითი (ათპროცენტიანი ცდომილების ფარგლებში) საბაზრო ღირებულება.

თავი II

დეკლარაციაში თანამდებობის პირის პირადი მონაცემების და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეტანის წესი

    მუხლი 13

1. თანამდებობის პირის პირადი მონაცემები აისახება დეკლარაციის მე-2 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-2 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება თანამდებობის პირის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-2 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება თანამდებობის პირის – მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე თანამდებობის პირის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი თანამდებობის პირის პირადი ნომრისაგან გამოიყოფა მძიმით.

4. დეკლარაციის მე-2 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ სახელმწიფო დაწესებულების სრული დასახელება, სადაც საჯარო სამსახურს ეწევა თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება, რომლებიც ერთმანეთისაგან მძიმით იმიჯნება. 5. დეკლარაციის მე-2 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ სახელმწიფო დაწესებულების სრული იურიდიული მისამართი, რომელშიც საჯარო სამსახურს ეწევა თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირის პირადი სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი და სურვილისამებრ – თანამდებობის პირის პირადი სამსახურებრივი ფაქსის ნომერი.

6. დეკლარაციის მე-2 ფურცლის მარცხნიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება თანამდებობის პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სრული მისამართი (რეგისტრაციის, ბინადრობის მოწმობის მიხედვით) და საფოსტო ინდექსი, მუდმივ საცხოვრებელ ადგილას თანამდებობის პირის ბინის ტელეფონის, აგრეთვე სურვილის მიხედვით ფაქსის და მობილური ტელეფონის ნომრები.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით დეკლარაციის შევსებისას ტელეფონის (ფაქსის) ნომერი აღინიშნება სასვენი ნიშნებისა და "–" ნიშნის (ტირეს) გამოყენების გარეშე.

    მუხლი 14

1. თანამდებობის პირის ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები აისახება დეკლარაციის მე-3 ფურცელზე.

2. ოჯახის წევრად მიიჩნევა თანამდებობის პირის მეუღლე, არსრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი. თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრებ პირად მიიჩნევა პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია თანამდებობის პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან უპირატესად ცხოვრობს თანამდებობის პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

3. დეკლარაციის მე-3 ფურცელზე თანამდებობის პირის ოჯახის წევრების მონაცემები აისახება შესაბამის გრაფებში ზევიდან ქვევით იმ თანმიმდევრობით, როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტის 1-ლ წინადადებაშია მითითებული.

4. დეკლარაციის მე-3 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ და მე-2 ვერტიკალურ გრაფებში აღინიშნება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის გვარი და სახელი.

5. დეკლარაციის მე-3 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დაბადების ადგილი.

6. დეკლარაციის მე-3 ფურცლის მარცხნიდან მე-4, მე-5 და მე-6 ვერტიკალურ გრაფებში აღინიშნება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დაბადების წელი, რიცხვი და თვე.

7. დეკლარაციის მე-3 ფურცლის მარცხნიდან მე-7 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება თანამდებობის პირის ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი მის ოჯახის წევრთან.

თავი III

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

    მუხლი 15

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების თაობაზე, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას, აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-4 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის სახეობა. ნივთის სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებით:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) საცხოვრებენლი სახლი;

გ) ბინა;

დ) აგარაკი;

ე) ავტოფარეხი;

ვ) სხვა უძრავი ნივთები;

ზ) მსუბუქი ავტომობილი;

თ) სატვირთო ავტომობილი;

ი) ავტომისაბმელი;

კ) მოტოსატრანსპორტო საშუალება;

ლ) სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა;

მ) წყლის ტრანსპორტი;

ნ) საჰაერო ტრანსპორტი;

ო) სხვა სატრანსპორტო საშუალება;

პ) მუშა და პროდუქტიული პირუტყვი;

ჟ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქცია;

რ) სხვა მოძრავი ნივთები (ამ პუნქტის "ზ" - "ჟ" ქვეპუნქტებში მითითებულის გარდა).

ყოველი ცალკეული მესაკუთრის მიხედვით ნივთების სახეობების მითითებისას დაცულ უნდა იქნეს ამ პუნქტში მოყვანილი თანმიმდევრობა. "ა"-"ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მითითებით ნივთის სახეობის აღნიშვნისას შემდგომ იქვე უნდა მიეთითოს შესაბამისი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. ამ პუნქტის "ვ","ლ"- "რ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მითითებით ნივთის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში განმარტებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნივთის კონკრეტული სახეობა. ერთი და იგივე სახეობის ორი ან მეტი სხვადასხვა ნივთი 1-ლ გრაფაში აღინიშნება ცალ-ცალკე.

3. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის მესაკუთრის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი. თუ 1-ლ გრაფაში აღნიშნული რომელიმე ნივთი საერთო საკუთრებაშია, ამ პუნქტით გათვალისწინებული აღნიშვნის გასწვრივ მე-2 გრაფაში ფრჩხილებში მიეთითება თანამესაკუთრის სახელი, მამის სახელი და გვარი.

4. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება 1-ლ გრაფაში მითითებული თითოეული ნივთის საბაზრო ღირებულება, ხოლო თუ მოცემული ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაშია, საბაზრო ღირებულების აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში მიეთითება შესაბამისად თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა.

5. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ და მე-3 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება ნივთის ყოველი მესაკუთრისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 16

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების(საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობაზე მეტი ღირებულების მქონე უძრავი და მოძრავი ნივთების გამოკლებით) მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-5 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან 1-ლი ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთების მესაკუთრის – თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრს სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებული ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამის ყოველი ცალკეული მესაკუთრის მიხედვით. ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი დეკლარაციაში აღინიშნება შემდეგი კატეგორიების (ინტერვალების) მეშვეობით:

1) 10.000 ლარამდე

2) 10.000-დან 25.000 ლარამდე;

3) 25.000-დან 50.000 ლარამდე;

4) 50.000-დან 75.000 ლარამდე;

5) 75.000-დან 100.000 ლარამდე;

6) 100.000-დან 150.000 ლარამდე;

7) 150 000-დან 300 000 ლარამდე;

8) 300 000-დან 500 000 ლარამდე;

9) 500 000-დან 1 000 000 ლარამდე;

10) 1 000 000 ლარი და მეტი.

ამ პუნქტში მითითებული გრაფის შესავსებად თანამდებობის პირი შესაბამისი მესაკუთრის სახელისა და გვარის გასწვრივ აღნიშნავს ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულებების ჯამის ზემოთ მოყვანილი კატეგორიებიდან (ინტერვალებიდან) ერთ-ერთს, რომლითაც დადგენილ ფარგლებში თავსდება მოცემული მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ნივთების მიახლოებით საბაზრო ღირებულების ჯამი.

    მუხლი 17

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების საკთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების თაობაზე მონაცემები აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-6 ფურცელზე. ფასიანი ქაღალდების თაობაზე მონაცემები მიეთითება ფასიანი ქაღალდების ყოველი მესაკუთრისათვის – თანამდებობის პირსათვის, მისი ოჯახის ცალკეული წევრისათვის ცალ-ცალკე.

2. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდის სახეობა. ფასიანი ქაღალდის სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებებით:

 ა) აქცია;

ბ) ობლიგაცია;

გ) ჩეკი;

დ) თამასუქი;

ე) სხვა ფასიანი ქაღალდი.

ყოველი ცალკეული მესაკუთრის მიხედვით ფასიანი ქაღალდების სახეობების მითითებისას დაცულ უნდა იქნეს ფასიანი ქაღალდების სახეობების ამ პუნქტში მოყვანილი თანმიმდევრობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითებით ფასიანი ქაღალდის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში დასაშვებია (ხოლო "სხვა ფასიანი ქაღალდის" მითითებისას – სავალდებულოა) შესაბამისი ფასიანი ქაღალდის სახეობის თაობაზე კონკრეტული მითითების ჩვენება.

3. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის – თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრების სახელი და გვარი.

4. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში მითითებული ფასიანი ქაღალდების ყოველ ცალკეული სახეობის მიხედვით.

5. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში მითითებული ფასიანი ქაღალდების ყოველი ცალკეული სახეობის მიხედვით.

    მუხლი 18

1. საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული იმ ანგარიშის ან/და შენატანის თაობაზე მონაცემები, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს, მის ოჯახის წევრებს, აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-7 ფურცელზე. საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების, ანგარიშის, შენატანის თაობაზე მონაცემები მიეთითება ანგარიშის ან/და შენატანის ყოველი განმკარგავი პირისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის ცალკეული წევრისათვის ცალ-ცალკე.

2. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის – თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების რეკვიზიტები, რომელშიც არსებული ანგარიშის ან/და შენატანის განკარგვის უფლება აქვს შესაბამისად თანამდებობის პირს, მის ოჯახის წევრს. საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების რეკვიზიტებია:

ა) დაწესებულების სრული სახელწოდება;

ბ) დაწესებულების სახეობა (კომერციული ბანკი, საინვესტიციო ბანკი, საინვესტიციო კომპანია და სხვ.);

გ) დაწესებულების მისამართი.

საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების რეკვიზიტები ერთმანეთისაგან იმიჯნება მძიმეებით.

4. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს 1-ლ გრაფაში მითითებულ პირს. ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებებით:

ა) ანაბარი;

ბ) დეპოზიტი;

გ) მიმდინარე;

დ) სხვა ანგარიში ან/და შენატანი.

ყოველი ცალკეული განმკარგავი პირის და საბანკო (საკრედიტო) დაწესებულების მიხედვით ანგარიშის ან/და შენატანის სახეობების მითიებისას დაცულ უნდა იქნეს ანგარიშების (შენატანების) სახეობების ამ პუნქტში მოყვანილი თანმიმდევრობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითებით ანგარიშის (შენატანის) სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში დასაშვებია (ხოლო "სხვა ანგარიშის ან/და შენატანის" მითითებისას – სავალდებულოა) შესაბამისი ანგარიშის (შენატანის) სახეობის თაობაზე კონკრეტული მითითების ჩვენება.

5. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება მე-3 გრაფაში მითითებულ ანგარიშზე ან/და შენატანზე რიცხული თანხა. თანხა აღინიშნება მე-3 გრაფაში ასახული ანგარიშის ან/და შენატანის ყოველი სახეობისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 19

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული თანხა (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-7 ფურცელზე ასახული თანხის გარდა), რომლის ოდენობა აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას (ე. ი. სხვადასხვა ვალუტაში არსებული ნაღდი ფულადი თანხების სრული ჯამი – ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-7 ფურცელზე ასახული თანხის გარდა – რომელიც აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას), აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-8 ფურცელზე. სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული ფულადი თანხების ოდენობები მიეთითება შესაბამისი ფულადი თანხების ყოველი მესაკუთრისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის ცალკეული წევრისათვის ცალ-ცალკე.

2. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფულადი თანხის მესაკუთრის – თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში, რომელიც შედგება რიცხობრივი და სიტყვიერი ნაწილებისაგან. რიცხობრივი ნაწილი ასახავს ციფრებით გამოხატული ფულადი თანხის ოდენობას, ხოლო სიტყვიერი ნაწილი აღნიშნავს ვალუტის იმ სახეობას, რომელშიც მიეთითება მოცემული ფულადი თანხის ოდენობის ციფრობრივი გამოხატულება.

    მუხლი 20

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-9 ფურცელზე. მონაცემები საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე მიეთითება საწარმოს საქმიანობაში მონაწილე ყოველი პირისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის ცალკეული წევრისათვის ცალ-ცალკე.

2. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობს 1-ლ გრაფაში მითითებული პირი.

4. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღნიშნული პირის საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის ფორმა აისახება შემდეგი მითითებებით:

ა) ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) პარტნიორი;

გ) აქციონერი;

დ) კონსულტანტი;

ე) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვ) სარევიზიო საბჭოს წევრი;

ზ) დირექტორი;

თ) პროკურისტი;

ი) სავაჭრო წარმომადგენელი;

კ) სხვაგვარი მონაწილეობა.

ამ პუნქტის "კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითებით საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის ფორმის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში განიმარტება საწარმოს საქმიანობაში პირის სხვაგვარი მონაწილეობის არსი.

5. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება მე-2 გრაფაში მითითებული საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში – რეგისტრაციის თარიღი, მე-6 ვერტიკალურ გრაფაში -– იურიდიული მისამართი. საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანოს მისათითებლად მე-4 გრაფაში აღინიშნება შესაბამისი საერთო სასამართლოს სრული სახელწოდება. საწარმოს რეგისტრაციის თარიღი მე-5 გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის წლის, თვის და რიცხვის მითითებით. საწარმოს იურიდიული მისამართი მე-6 გრაფაში აღინიშნება სრულად, შემოკლების გარეშე საწარმოს რეგისტრაციის მონაცემებისა და წესდების შესაბამისად.

6. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-2 გრაფაში აღნიშნული ყოველი საწარმოებისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 21

1 .მონაცემები ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს თაობაზე, რომელსაც ასრულებს თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი (საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის გარდა), აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-10 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან პირველ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელი პირის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ სამსახურის (დაწესებულების, ორგანოს) სრული სახეწოდება, რომელშიც 1-ლ გრაფაში მითითებულ პირს უკავია ანაზღაურებადი თანამდებობა ან ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს.

4. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება 1-ლ გრაფაში მითითებული პირის მიერ დაკავებული ანაზღაურებადი თანამდებობის სრული დასახელება ან შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოს შინაარსი.

5. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მე-2 და მე-3 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ლ გრაფაში აღნიშნული ყოველი პირისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 22

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი მოქმედი ხელშეკრულების თაობაზე, რომლის საგნის ღირებულებაც აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას (გარდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის სხვა ფურცლებზე ასახული ხელშეკრულებებისა), აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-11 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ხელშეკრულების სახეობა. ხელშეკრულების სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებით:

ა) ნასყიდობა;

ბ) გაცვლა;

გ) ჩუქება;

დ) ქირავნობა;

ე) ლიზინგი;

ვ) იჯარა;

ზ) სესხი;

თ) ნარდობა;

ი) გადაზიდვა-გადაყვანა;

კ) საკუთრების მინდობა;

ლ) დაზღვევა;

მ) სხვა ხელშეკრულებები.

ამ პუნქტის "მ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების ("სხვა ხელშეკრულება") აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში განიმარტება შესაბამისი ხელშეკრულების კონკრეტული სახეობა.

3. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება. ხელშეკრულების საგანს შეიძლება შეადგენდეს როგორც ნივთი, ისე სამუშაო (მომსახურება). ხელშეკრულების საგნის ღირებულება აღინიშნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისად.

4. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ ორგანოს სრული სახელწოდება, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება.

5. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა.

6. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მე-2, მე-3 და მე-4 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ლ გრაფაში აღნიშნული ხელშეკრულების ყოველი სახეობისათვის ცალ-ცალკე. ერთი და იგივე სახეობის ორი ან მეტი სხვადასხვა ხელშეკრულება 1-ლ გრაფაში აღინიშნება ცალ-ცალკე.

    მუხლი 23

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების დღისათვის არსებული მონაცემები.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მონაცემები მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლისათვის, რაც მოიცავს დეკლარაციის შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლის პირველი დღისათვის არსებულ მონაცემებსა და ამ მონაცემებში მოცემული კალენდარული წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს.

თავი IV

საფინანსო დეკლარაციის შევსება

    მუხლი 24

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში შეძენილი ან/და გასხვისებული უძრავი და მოძრავი ნივთების თაობაზე, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას, აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-4 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის შემძენის ან/და გამსხვისებლის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის შეძენის ან/და გასხვისების ფორმა. ნივთის შეძენის ან/და გასხვისების ფორმა აღინიშნება შემდეგი მითითებით:

ა) ნასყიდობა;

ბ) სხვა ნივთში გაცვლა;

გ) სამუშაოს (მომსახურების) სანაცვლოდ;

დ) ჩუქება;

ე) შეძენის ან/და გასხვისების სხვა ფორმა.

ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითებით ნივთის შეძენის ან/და გასხვისების ფორმის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში სიტყვებით "შეძენილია" ან "გასხვისებულია" უნდა მიეთითოს შეძენას ჰქონდა ადგილი, თუ გასხვისებას.

4. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის სახეობა. ნივთის სახეობა აღინიშნება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მითითებებით. ყოველი ცალკეული შემძენის (გამსხვისებლის) მიხედვით ნივთების სახეობების მითითებებისას დაცულ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი თანმიმდევრობა. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ვ","ლ"-"რ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მითითებით ნივთის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში განიმარტება შესაბამისი ნივთის კონკრეტული სახეობა. ერთი და იგივე სახეობის ორი ან მეტი სხვადასხვა ნივთი მე-3 გრაფაში აღინიშნება ცალ-ცალკე.

5. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ნივთის შეძენის ან/და გასხვისების ფასი (საფასური) შესაბამისად შეძენის ან გასხვისების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, ხოლო ასეთი საბუთების არარსებობისას – შეძენის ან გასხვისების ფაქტობრივი საფასურის მიხედვით.

6. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება მე-2 გრაფაში მითითებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.

7. დეკლარაციის მე-4 ფურცლის მარცხნიდან მე-6 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ ორგანოს სრული სახელწოდება (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში კი – იმ პირის სახელი და გვარი, აგრეთვე თანამდებობა სრულად, შემოკლების გარეშე), რომელმაც მოახდინა შეძენის ან/და გასხვისების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება.

8. დეკლარაციის მე-3 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება ნივთის ყოველი შემძენისათვის ან/და გამსხვისებლისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-2, მე-4, მე-5, მე-6 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-3 გრაფაში აღნიშნული ყოველი ნივთისათვის (ნივთის ყოველი სახეობისათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 25

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში შეძენილი ან/და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების თაობაზე აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-5 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან 1-ლ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდის შემძენის ან/და გამსხვისებლის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდის შეძენის ან/და გასხვისების ფორმა. ფასიანი ქაღალდის შეძენის ან/და გასხვისების ფორმა აღინიშნება შემდეგი მითითებით:

ა) ნასყიდობა;

ბ) სხვა ნივთში გაცვლა;

გ) სამუშაოს (მომსახურების) სანაცვლოდ;

დ) ჩუქება;

ე) შეძენის ან/და გასხვისების სხვა ფორმა.

ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითებით ფასიანი ქაღალდის შეძენის ან/და გასხვისების ფორმის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში სიტყვებით "შეძენილია" ან "გასხვისებულია" მინიშნებულ უნდა იქნეს შეძენას ჰქონდა ადგილი თუ გასხვისებას.

4. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ფასიანი ქაღალდის შეძენის ან/და გასხვისების ფასი (საფასური) შესაბამისად შეძენის ან გასხვისების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, ხოლო ასეთი საბუთების არარსებობისას – შეძენის ან გასხვისების ფაქტობრივი საფასურის მიხედვით.

5. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება იმ ორგანოს სრული სახელწოდება (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში კი, იმ თანამდებობის პირის სახელი და გვარი, აგრეთვე თანამდებობის სრულად, შემოკლების გარეშე), რომელმაც მოახდინა შეძენის ან/და გასხვისების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება.

6. დეკლარაციის მე-5 ფურცლის მარცხნიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შეძენილი ან/და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების სახეობა, ნომინალი და რაოდენობა. ფასიანი ქაღალდის სახეობა აღინიშნება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მითითებით. ყოველი ცალკეული შემძენის (გამსხვისებლის) მიხედვით ფასიანი ქაღალდების სახეობების მითითებისას დაცულ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი თანმიმდევრობა. ფასიანი ქაღალდის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში დამატებით მიეთითება:

ა) აქციისათვის – ჩვეულებრივია თუ შეღავათიანი (პრივილეგირებული), აქციის ემიტენტი;

ბ) ობლიგაციისათვის – ობლიგაციის მიმოქცევის ვადა, ობლიგაციის ემიტენტი;

გ) ჩეკისათვის – ჩეკის ემიტენტი:

დ) თამასუქისათვის – მარტივია თუ გადასაპირებელი;

ე) სხვა ფასიანი ქაღალდისათვის – ემიტენტი.

ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითებით ფასიანი ქაღალდის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში განიმარტება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის კონკრეტული სახეობა. ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვაგვარად შეძენილი ან/და გასხვისებული ფასიანი ქაღალდები მე-5 გრაფაში აღინიშნება ცალ-ცალკე. მე-5 გრაფაში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის ყოველი სახეობის შემდეგ მიეთითება მოცემული სახეობის ფასიანი ქაღალდის ნომინალი და რაოდენობა. მონაცემები ფასიანი ქაღალდის სახეობის, ნომინალის და რაოდენობის თაობაზე მე-5 გრაფაში ერთმანეთისაგან მძიმეებით იმიჯნება.

7. დეკლარაციის მე-5 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება ფასიანი ქაღალდების ყოველი შემძენისათვის ან/და გამსხვისებლისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-2, მე-3, მე-4 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-5 გრაფაში აღნიშნული ყოველი ფასიანი ქაღალდისათვის (ფასიანი ქაღალდის ყოველი სახეობისათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 26

1. მონაცემები საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში საანგარიშო წლის განმავლობაში არსებული ან/და გახსნილი შენატანის ან/და ანგარიშის თაობაზე, რომლის განკარგვის უფლება აქვს თანამდებობის პირს, მის ოჯახის წევრს, აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-6 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 ვერტიკალური გრაფები შეივსება შესაბამისად ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესის იდენტურად.

3. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ანგარიშის ან/და შენატანის გახსნის ან/და დახურვის თარიღი. გახსნის თარიღის მითითების შემდეგ ფრჩხილებში ჩაისმება სიტყვა "გახსნილია", ხოლო დახურვის თარიღის მითითების შემდეგ – სიტყვა "დახურულია". ერთდროულად ორივე (გახსნისა და დახურვის) თარიღის მითითების შემთხვევაში თარიღებს შორის ჩაისმება ნიშანი "-" (ტირე).

4. დეკლარაციის მე-6 ფურცლის მარცხნიდან მე-6 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ანგარიშიდან ან/და შენატანიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი, გადასახადის ჩათვლით შემოსავლის (თანხის) ოდენობის ჩვენებით.

5. დეკლარაციის მე-2 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება ანგარიშის ან/ ავი პირისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-3 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-2 გრაფაში ასახული ყოველი საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-4, მე-5, მე-6 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-3 გრაფაში ასახული ყოველი ანგარიშისათვის ან/და შენატანისათვის (ანგარიშის ან/და შენატანის ყოველი სახეობისათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 27

1. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე მონაცემები აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-7 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ვერტიკალური გრაფები შეივსება შესაბამისად ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესის იდენტურად.

3. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან მე-6 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება 1-ელ გრაფაში მითითებული პირის საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი. საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი აღინიშნება ამგვარი მონაწილეობის დაწყებისა და დასრულების თარიღების ჩვენებით. საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის დაწყებისა და დასრულების თარიღებს შორის ისმება ნიშანი "-" (ტირე). თუ საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა დეკლარაციის შევსების დღისათვის გრძელდება, მონაწილეობის დასრულების თარიღის ნაცვლად ნიშნის "-" (ტირეს) შემდეგ ჩაიწერება სიტყვა "დღემდე".

4. დეკლარაციის მე-7 ფურცლის მარცხნიდან მე-7 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის შემდეგ მიღებული შემოსავალი შესაბამისად შემოსავლის (თანხის) ოდენობის ან შემოსავლის (ნივთის) სახეობისა და საბაზრო ღირებულების ჩვენებით.

5. დეკლარაციის მე-2 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ელ გრაფაში აღნიშნული ყოველი პირისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-3, მე-4, მე-5, მე-7 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-3 გრაფაში მითითებული საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის ყოველი ფორმისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 28

1. მონაცემები ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს თაობაზე, რომელსაც ასრულებს ან საანგარიშო წლის განმავლობაში ასრულებდა თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი (საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის გარდა), აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-8 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან 1-ლი, მე-2, მე-3 ვერტიკალური გრაფები შეივსება შესაბამისად ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის იდენტურად.

3. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება მე-3 გრაფაში მითითებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შესაბამისად შემოსავლის (თანხის) ოდენობის ან შემოსავლის (ნივთის) სახეობისა და საბაზრო ღირებულების ჩვენებით.

4. დეკლარაციის მე-2 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ლ გრაფაში აღნიშნული ყოველი პირისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-3 გრაფაში სათანადო მონაცენმები შეიტანება მე-2 გრაფაში აღნიშნული ყოველი სამსახურისათვის ცალცალკე. დეკლარაციის მე-4 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-3 გრაფაში აღნიშნული ყოველი თანამდებობისათვის (სამუშაოსათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 29

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების თაობაზე აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-9 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან 1-ელ და მე-2 ვერტიკალურ გრაფებში აღინიშნება შესაბამისად საჩუქრის მიმღების – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის და საჩუქრის გადამცემის (ფიზიკური პირის) სახელი და გვარი. თუ საჩუქრის გადამცემი იურიდიული პირია, მე-2 გრაფაში მითითებულ უნდა იქნეს მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება მისი წესდების (დებულების) მიხედვით.

3. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება საჩუქრის სახეობა. საჩუქრის სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებით:

ა) ქონება (ნივთი, ფულადი თანხა, ფასიანი ქაღალდი და სხვ.)

ბ) ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება;

გ) სამუშაო (მომსახურება).

ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვა საჩუქარი ცალ-ცალკე აღინიშნება.

4. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება საჩუქრის საბაზრო ღირებულება.

5. დეკლარაციის მე-9 ფურცლის მარცხნიდან მე-3 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება საჩუქრის ყოველი მიმღებისათვის – თანამდებობის პირისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-2 და მე-4 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-3 გრაფაში აღნიშნული ყოველი საჩუქრისათვის (საჩუქრის ყოველი სახეობისათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 30

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში დადებული ან/და სხვა მოქმედი ხელშეკრულების თაობაზე, რომლის საგნის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას (საფინანსო დეკლარაციის სხვა ფურცლებზე ასახული ხელშეკრულებების გარდა), აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-10 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან 1-ლი, მე-2, მე-3 ვერტიკალური გრაფები შეივსება შესაბამისად ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის იდენტურად.

3. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან მე-4 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ხელშეკრულების დადების ან/და შეწყვეტის თარიღი და მოქმედების ვადა. ხელშეკრულების დადების თარიღი აღინიშნება, თუ ხელშეკრულება დაიდო საანგარიშო წლის განმავლობაში. ხელშეკრულების დადების თარიღის მითითების შემდეგ ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს სიტყვა "დადებულია", ხოლო შეწყვეტის თარიღის მითითების შემდეგ – სიტყვა "შეწყვეტილია". ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის თარიღების ერთდროულად მითითების შემთხვევაში თარიღებს შორის ჩაისმება ნიშანი "-" (ტირე). თუ ხელშეკრულება საანგარიშო წლის განმავლობაში არ იქნა შეწყვეტილი, შეწყვეტის თარიღის ნაცვლად ჩაიწერება სიტყვები "მოქმედებს დღემდე". ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღინიშნება ხელშეკრულების პირობების მიხედვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულების დადების ან/და შეწყვეტის თარიღებისაგან გამოიყოფა მძიმით.

4. დეკლარაციის მე-10 ფურცლის მარცხნიდან მე-5 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ხელშეკრულების შედეგად მიღებული მატერიალური შედეგი შესაბამისად მატერიალური შედეგის (თანხის) ოდენობის ან მატერიალური შედეგის (ნივთის) სახეობისა და საბაზრო ღირებულების ჩვენებით.

5. დეკლარაციის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 გრაფებში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ელ გრაფაში აღნიშნული ყოველი ხელშეკრულებისათვის (ხელშეკრულების ყოველი სახეობისათვის) ცალ-ცალკე.

    მუხლი 31

1. მონაცემები თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავლის ან/და გასავლის თაობაზე, რომლის ოდენობა (ღირებულება) აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას (საფინანსო დეკლარაციის სხვა ფურცლებზე ასახული შემოსავლების ან/და გასავლების გარდა), აისახება საფინანსო დეკლარაციის მე-11 ფურცელზე.

2. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან 1-ელ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შემოსავლის ან/და გასავლის სუბიექტის (ე. ი. იმ პირის, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი) – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი.

3. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შემოსავლის (ქველმოქმედების სახით მიღებული შემოსავალი, გრანტი და სხვ.) ან/და გასავლის (საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი გასავალი, ხარჯები, რომლებიც არ არის ასახული საფინანსო დეკლარაციის სხვა ფურცლებზე და სხვ.) სახეობა. შემოსავლის ან/და გასავლის სახეობის აღნიშვნის შემდეგ ფრჩხილებში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისად სიტყვა "შემოსავალი" ან სიტყვა "გასავალი".

4. დეკლარაციის მე-11 ფურცლის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობა (ღირებულება).

5. დეკლარაციის მე-2 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება 1-ელ გრაფაში აღნიშნული ყოველი პირისათვის ცალ-ცალკე. დეკლარაციის მე-3 გრაფაში სათანადო მონაცემები შეიტანება მე-2 გრაფაში ასახული ყოველი შემოსავლისა და გასავლისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 32

საფინანსო დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთ კალენდარული წლის მონაცემები.

თავი V

დეკლარაციის საიდუმლო გრაფის შევსება

    მუხლი 33

თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას, ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, იგი აისახება მხოლოდ დეკლარაციის საიდუმლო გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების (უძრავი და მოძრავი ქონების, უცხოური და ეროვნული ვალუტის) და ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის,სახეობის, საბაზრო ღირებულებისა და ოდენობის მითითებით.

    მუხლი 34

ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარაციის შემვსებმა დეკლარაციას უნდა დაურთოს წერილობითი მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზეც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას, წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით.

 

თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლალირების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს წესი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლალირების ზოგად ნორმებს, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში (შემდგომში – საინფორმაციო ბიურო) დეკლარაციების წარდგენის, დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის წესს.

    მუხლი 2

ამ წესში, თუ არ არის განსაკუთრებული მითითება, შესაბამისი ტერმინები გამოყენებულია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 3

ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმების დამზადებას, აღრიცხვასა და თანამდებობის პირებისათვის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო ბიურო.

    მუხლი 4

1. თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების ყველა ფურცლის მხოლოდ თითო ფორმა.

2. დეკლარაციების ფორმების თანამდებობის პირისათვის გაცემის შემთხვევაში დეკლარაციების ფორმების მეორე ცალები საინფორმაციო ბიურომ იგივე თანამდებობის პირს განმეორებით შეიძლება გადასცეს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ სათანადო წერილობითი განმარტების წარდგენის საფუძველზე.

3. თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციების გაფუჭებული ფორმების წარმოდგენის შემთხვევაში საინფორმაციო ბიურო შესაბამის ახალ ფორმებს გასცემს წერილობითი განმარტების გარეშე.

თავი II

საინფორმაციო ბიუროში დეკლარაციების წარდგენა

    მუხლი 5

1. თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები:

ა) თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 იანვრამდე;

ბ) თანამდებობის დატოვებიდან ერთ თვეში.

2. თანამდებობის პირი ვალდებულია აგრეთვე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია თანამდებობის დაკავებიდან ერთ თვეში.

3. თანამდებობის პირი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება, თუ მან თანამდებობა დატოვა ისეთ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების გამო, რომელზე მყოფი პირისთვისაც, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება სავალდებულოა.

    მუხლი 6

1. ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებულ ფორმებს თანამდებობის პირი წარუდგენს საინფორმაციო ბიუროს კანცელარიას.

2. თანამდებობის პირი შევსებულ დეკლარაციებს წარადგენს უშუალოდ საფოსტო კავშირგაბმულობის სახელმწიფო საშუალებების მეშვეობით. დეკლარაციების წარდგენის დღედ ჩაითვლება დეკლარაციის საინფორმაციო ბიუროს კანცელარიაში ჩაბარების დღე.

3. თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციების წარდგენისთანავე საინფორმაციო ბიურო მას ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს. თანამდებობის პირს ახალი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მან დაიკავა სხვა თანამდებობა, რომლისთვისაც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სავალდებულოა დეკლარაციების შევსება.

4. თანამდებობის პირის საიდენტიფიკაციო ნომერი შედგება შვიდი ციფრისაგან, რომელთაგან პირველი რომაული ციფრი აღნიშნავს თანამდებობრივ რეესტრში თანამდებობის პირთა ზოგად კატეგორიას, შემდეგი ორი არაბული ციფრი აღნიშნავს თანამდებობრივ რეესტრში თანამდებობის პირთა იმ კატეგორიის რიგით ნომერს, რომელსაც მიეკუთვნება დეკლარაციის წარმდგენი (დეკლარანტი), ხოლო ბოლო ოთხი არაბული ციფრი აღნიშნავს დეკლარაციის წარმდგენის (დეკლარანტის) პერსონალურ რიგით ნომერს თანამდებობის პირთა შესაბამის კატეგორიაში დეკლარაციების წარმოდგენის თანმიმდევრობის მიხედვით.

5. თანამდებობის პირს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ეცნობება მინიჭებისთანავე.

6. თანამდებობის პირის დეკლარაციები და თანდართული მასალები საინფორმაციო ბიუროში აღირიცხება და შეინახება შესაბამისი თანამდებობის პირის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

    მუხლი 7

1. საინფორმაციო ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები წარდგენილ უნდა იქნეს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის ვადაში.

2. ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები წარდგენილ უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილ დეკლარაციებს საინფორმაციო ბიურო არ მიიღებს, თუ დადასტურებული არ იქნა ვადის გადაცილებით დეკლარაციის წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობა:

ა) საფოსტო კავშირგაბმულობის სახელმწიფო საშუალების მიერ დეკლარაციების გადაგზავნის დადგენილი (ჩვეულებრივი) ვადების დარღვევა;

ბ) სტიქიური უბედურება ან სხვა დაუძლეველი ძალა;

გ) უცხო სახელმწიფოში თანამდებობის პირის სამსახურებრივი მივლინება, თუ იგი მოიცავს დეკლარაციების წარდგენის მთელ პერიოდს;

დ) მძიმე ოჯახური მდგომარეობა;

ე) ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავდა დეკლარაციების შევსების ფიზიკურ შესაძლებლობას.

4. ვადის გადაცილებით დეკლარაციების წარდგენის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის არსებობის თანამდებობის პირის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ადასტურებს საინფორმაციო ბიურო. წერილობითი შუამდგომლობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა დაიშვება არა უგვიანეს ერთი თვისა დეკლარაციების წარდგენის შესაბამისი ვადის დასრულების დღიდან. წერილობით შუამდგომლობაში მითითებულ უნდა იქნეს ვადის გადაცილებით დეკლარაციების წარდგენის მიზეზი. წერილობით შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის არსებობის დამადასტურებელი საბუთები. ვადის გადაცილებით დეკლარაციების წარდგენის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაში დეკლარაციები ჩაითვლება დადგენილი ვადების დაცვით წარდგენილად. თანამდებობის პირის წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული საბუთები საინფორმაციო ბიუროში ინახება შესაბამის დეკლარაციებთან ერთად.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით დეკლარაციების წარდგენისთანავე საინფორმაციო ბიურო შესაბამის თანამდებობის პირს გადასცემს ცნობას თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების წარდგენის თაობაზე.ცნობას ხელს აწერს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე. ცნობას ესმება საინფორმაციო ბიუროს ბეჭედი.

6. საფოსტო კავშირგაბულობის სახელმწიფო საშუალების მეშვეობით დეკლარაციების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის თანამდებობის პირს ცნობა თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარდგენის თაობაზე ერთ კვირაში გადაეგზავნება სამსახურის მისამართის მიხედვით.

7. ცნობა თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარდგენის თაობაზე არის თანამდებობის პირის მიერ საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების დადგენილი წესით წარდგენის დამადასტურებელი საბუთი.

8. საინფორმაციო ბიურო ვალდებულია დეკლარაციების წარდგენის შესაბამისი ვადის გასვლიდან ორ დღეში გამოაქვეყოს ცნობა იმ თანამდებობის პირთა შესახებ,რომელთაც არ წარუდგენიათ დეკლარციები. საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი დეკლარაციის მიღების შემთხვევაში ორ დღეში გამოაქვეყნოს ცნობა ვადის გადაცილებით დეკლარაციების წარმდგენი თანამდებობის პირის შესახებ, ამ თანამდებობის პირის წერილობითი შუამდგომლობა და შუამდგომლობაზე თანდართული საბუთები, თუ ეს საბუთები არ შეიცავს სახელმწიფო ან კანონით დაცულ სხვა საიდუმლოებას.

თავი III

დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების უზრუნველყოფა

    მუხლი 8

1. თანამდებობის პირთა დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსებისათვის ინსტრუქტაჟი და დეკლარაციების მონაცემების დაზუსტება ხორციელდება დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების უზრუნველყოფის მიზნით.

2. თანამდებობის პირს უფლება აქვს დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსებისათვის ინსტრუქტაჟის მიღების მიზნით ზეპირად ან წერილობით მიმართოს საინფორმაციო ბიუროს და მიიღოს მისგან პასუხი. საინფორმაციო ბიუროს წერილობითი პასუხი თანამდებობის პირის წერილობით მომართვაზე თანამდებობის პირს ეგზავნება მომართვის მიღებიდან არა უმეტეს ერთ კვირაში.

    მუხლი 9

1. დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების საფუძველია საინფორმაციო ბიუროს წინადადება დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების თაობაზე.

2. საინფორმაციო ბიურო უფლებამოსილია თანამდებობის პირს მიმართოს წერილობითი წინადადებით დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების თაობაზე, თუ:

ა) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი იძლევა მისი არსებითად სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას;

ბ) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემის დაწერილობა შეუძლებელს ხდის მის ერთგვაროვან წაკითხვას (აღქმას);

გ) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი არ შეიცავს შინაარსობრივად საკმარისი ინფორმაციას დეკლარაციის სათანადო გრაფის შესავსებად.

3. თანამდებობის პირი საინფორმაციო ბიუროს წინადადების მიღებიდან ერთ კვირაში საინფორმაციო ბიუროს წერილობით წარუდგენს თავისი ხელმოწერით დადასტურებულ დასკვნას დასაზუსტებელი მონაცემის განმარტებისა და დაზუსტების თაობაზე.

4. თანამდებობის პირის დასკვნას საინფორმაციო ბიუროში მიღებისთანავე ესმება საინფორმაციო ბიუროს ბეჭედი. ბეჭედდასმულ დასკვნას ხელს აწერს საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და აღნიშნავს დასკვნის მიღების ზუსტ თარიღს. თანამდებობის პირის დასკვნა ინახება საინფორმაციო ბიუროში შესაბამის დეკლარაციასთან ერთად. დასკვნის წარდგენის შემთხვევაში დეკლარაციის დასაზუსტებელი მონაცემი განიმარტება მხოლოდ თანამდებობის პირის დასკვნის შესაბამისად.

5. დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების შესახებ წინადადება თანამდებობის პირს შეიძლება გაეგზავნოს დეკლარაციების წარდგენის შესაბამისი მომდევნო პერიოდის დაწყებამდე.

თავი IV

საინფორმაციო ბიუროში დეკლარაციების შენახვა და საჯაროობის უზრუნველყოფა

    მუხლი 10

1. საინფორმაციო ბიუროში თანამდებობის პირთა (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრებისა) დეკლარაციები და თანდართული მასალები ინახება მათი წარდგენის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

2. საინფორმაციო ბიუროში საქართველოს პარლამენტის წევრთა დეკლარაციები და თანდართული მასალები ინახება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადისა და უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 5 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ საინფორმაციო ბიუროში შენახული დეკლარაციებისა და თანდართული მასალების შემდგომი შენახვის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი – პარლამენტის წევრთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების მიმართ, საქართველოს პრეზიდენტი – პარლამენტის წევრების გარდა სხვა თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების მიმართ.

    მუხლი 11

1. საინფორმაციო ბიურო თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობას უზრუნველყოფს დეკლარაციების წარდგენის შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

2. ფიზიკური და იურიდიული პირის განაცხადის საფუძველზე თანამდებობის პირის შესაბამისი დეკლარაციის ასლს საინფორმაციო ბიურო გასცემს განაცხადის წარმოდგენიდან ერთი კვირის განმავლობაში.

3. საინფორმაციო ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა დკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12

1. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების წარუდგენლობისა და დეკლარაციებში შეგნებულად არასწორი მონაცემების შეტანისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად.

2. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში საინფორმაციო ბიურო ვალდებულია შესაბამისი თანამდებობის პირს ზემდგომ ორგანოს მიმართოს წერილობითი დასკვნით თანამდებობის პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შესახებ.

3. ამ წესის მიზნებისათვის თანამდებობის პირის ზემდგომ ორგანოდ ჩაითვლება:

ა) საქართველოს პრეზიდენტი, თუ თანამდებობის პირს დაკავებული აქვს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში:

ბ) საქართველოს პარლამენტი, თუ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრია, საქართველოს სახალხო დამცველია, სახალხო დამცველის მოადგილეა, დაკავებული აქვს თანამდებობა საქართველოს კონტროლის პალატაში ან ეროვნულ ბანკში;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუ თანამდებობის პირი მოსამართლეა ან გენერალური პროკურორია;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თუ თანამდებობის პირი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია;

ე) საქართველოს გენერალური პროკურორი, თუ თანამდებობის პირი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ან პროკურორია;

ვ) აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისად უმაღლესი, უზენაესი საბჭო, სესიებს შორის პერიოდში კი უმაღლესი, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, თუ თანამდებობის პირს დაკავებული აქვს თანამდებობა შესაბამისად აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებაში.

4. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში, თუ ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, საინფორმაციო ბიურო ვალდებულია მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, თუ სამართალდამრღვევი აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაწესებულების თანამდებობის პირია – აგრეთვე აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისად უმაღლეს, უზენაეს საბჭოს, სესიებს შორის პერიოდში კი შესაბამისად უმაღლესი, უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმს და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი გენერალური პროკურორია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წერილობითი დასკვნით შესაბამის თანამდებობის პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შესახებ.

 

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო

მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო

 

ც ნ ო ბა

 

თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და

საფინანსო დეკლარაციების წარმოდენის თაობაზე

 

1. თანამდებობის პირის:

     ა) სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

     ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი:

     გ) სამსახური: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     დ) დაკავებული თანამდებობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები საინფორმაციო ბიუროში წარმოდგენილი აქვს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(წელი, რიცხვი, თვე);

 

3. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შევსებულია –––––––––––––––––––––– ფურცლები;

4. საფინანსო დეკლარაციაში შევსებულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფურცლები;

5.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი) მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენას საინფორმაციო ბიუროში

 

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

 

საინფორმაციო ბიუროს

თავმჯდომარე                  ––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა)

                              ––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი)