საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350, 1998 წლის 10 ივლისის №413, 1998 წლის 18 ოქტომბრის №600, 1999 წლის 18 სექტემბრის №555 და 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350, 1998 წლის 10 ივლისის №413, 1998 წლის 18 ოქტომბრის №600, 1999 წლის 18 სექტემბრის №555 და 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 04/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
275
27/06/2000
სსმ, 60, 04/07/2000
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350, 1998 წლის 10 ივლისის №413, 1998 წლის 18 ოქტომბრის №600, 1999 წლის 18 სექტემბრის №555 და 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №275

2000 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350, 1998 წლის 10 ივლისის №413, 1998 წლის 18 ოქტომბრის №600, 1999 წლის 18 სექტემბრის №555 და 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 თებერვლის №152 განკარგულების საფუძველზე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების ინსტიტუტის შემდგომი განვითარებისა და დეკლარაციების მონაცემების საჯა­როობის ხარისხის ამაღლების მიზნით:

1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) დეკლარანტი თანამდებობის პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევების საკითხებთან დაკავშირებით;

თ) ბიუროში წარდგენილი დეკლარაციების მონაცემების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებისა და ზოგად­ანალიტიკური დასკვნების შედგენა და გამოქვეყნება“;

ბ) მე-7 მუხლის „ზ-ო“ ქვეპუნქტები შესაბამისად გადაინომროს „ი-ჟ“ ქვეპუნქტებად.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

ბ) მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად მე-2 და მე-3 პუნქტებად.

3. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-8 მუხლის პირველი აბზაცი დაინომროს არაბული ციფრით „1“;

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლის მიღებად ითვლება თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნაღდი ფულით სახსრების ფაქტობრივი მიღება, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების გადარიცხვა ბანკში (სხვა შესაბამის დაწესებულებაში) იმ საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის უფლებაც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ეკუთვნის.“;

გ) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „გადასახადების ჩათვლით“ შეიცვალოს სიტყვით „დაბეგვრამდე“;

დ) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „შემოსავლის (თანხის)“ წინ დაემატოს სიტყვა „დაბეგვრამდე“;

ე) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „შემოსავლის (თანხის)“ წინ დაემატოს სიტყვა „დაბეგვრამდე“;

ვ) 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „საჩუქრების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“;

ზ) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „სხვადასხვა მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება, რომელთაგან თითოეული მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ანაზღაურდა, ერთად აღინიშნება.“;

თ) 29-ე მუხლის მე-6 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მთლიანად ანაზღაურებული სხვადასხვა მიზნობრივი ხარჯების ოდენობა მე-4 გრაფაში ერთიანად შეჯამებული სახით აღინიშნება.“;

ი) 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „(თანხის)“ შეიცვალოს სიტყვებით „(დაბეგვრამდე თანხის)“;

კ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლ წინადადებაში სიტყვების „(საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი გასავალი“, შემდეგ დაემატოს სიტყვები „სავალდებულო გადასახდელების ფორმით გადახდილი თანხები,“.

4. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები  და დამატებები:

ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს თანამდებობის პირების დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგად  საფუძვლებს, დეკლარაციების ფურცლების გაცნობის, მათი ასლების მოთხოვნისა და გაცემის ნორმებს.“;

ბ) 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მე-12 ფურცლების (საიდუმლო გრაფის)“ შეიცვალოს სიტყვებით „საიდუმლო გრაფების (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-10 ფურცლის, საფინანსო დეკლარაციის მე-11 ფურცლის)“;

გ) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები;

დ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „გაცემით“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობით)“;

ე) მე-4 მუხლის 1-ლი აბზაცი დაინომროს არაბული ციფრით „1“;

ვ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. დეკლარაციისა და დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე მითითება დეკლარაციის (ინფორმაციის) საინფორმაციო ბიუროში მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღეში დოკუმენტის (ინფორმაციის) დასახელების, მიღების თარიღის, დოკუმენტის (ინფორმაციის) შესაბამისად გამგზავნი ან ადრესატი საჯარო დაწესებულების (საჯარო მოხელის, ფიზიკური ან იურიდიული პირის) დასახელების მითითებით უნდა შეტანილ იქნეს საინფორმაციო ბიუროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში.“;

ზ) II თავის სათაურში სიტყვის „ფურცლების“  შემდეგ დაემატოს სიტყვა „გაცნობის,“;

თ) მე-5 მუხლის სახელწოდებაში სიტყვის „ფურცლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გაცნობისა და მათი“;

ი) მე-5 მუხლის 1-ლ აბზაცში სიტყვის „ფურცლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გაცნობის ან/და მათი“;

კ) მე-6 მუხლის სახელწოდებაში სიტყვის „გაცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“;

ლ) მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „მისაღებად“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გასაცნობად)“, ხოლო სიტყვის „გაცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“;

მ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვის „გაიცემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გასაცნობად დაიშვება)“, ხოლო სიტყვის „ასლები“ შემდეგ დაემატოს სიტყვა  „(ფურცლები)“;

ნ) მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „გაცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“;

ო) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვის „გაცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“;

პ) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადი საინფორმაციო ბიუროში განიხილება და შესაბამისი დეკლარაციის ფურცლების ასლები გაიცემა (ფურცლები დაშვებულ იქნება გასაცნობად) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში და წესით.“;

ჟ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის 1-ლ წინადადებაში სიტყვის „დადასტურების“ წინ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“, სიტყვის „თაობაზე“ წინ დაემატოს სიტყვა „(გაცნობის)“, ხოლო ამავე პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვის „გაცემისთანავე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობისთანავე)“;

რ) მე-9 მუხლის სახელწოდებაში სიტყვის „გაცემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და გაცნობა“;

ს) მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „გაცემისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობისას)“, სიტყვის „გაცემაც“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გაცნობაც)“;

ტ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „გაიცემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გასაცნობად იქნება დაშვებული)“, ხოლო სიტყვის „გაცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გასაცნობად დაშვების)“;

უ) მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „ასლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(ფურცლების გაცნობის)“;

ფ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „მხოლოდ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ან“;

ქ) ტექსტიდან ამოღებულ იქნეს III თავის სათაური, მე-11 და მე-12 მუხლები;

ღ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება;

ყ) მე-15 მუხლის 1-ლი აბზაცი დაინომროს არაბული ციფრით „1“;

შ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად შევსებული განაცხადის საფუძველზე მომთხოვნ პირს უფლება აქვს გაეცნოს თანამდებობის პირის დეკლარაციას დედანში. დეკლარაციის დედნის გაცნობა დასაშვებია მხოლოდ საინფორმაციო ბიუროს უფლებამოსილი მოხელის ზედამხედველობით“;

ჩ) მე-16 მუხლში სიტყვის „ბეჭდით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერით“;

ც) მე-13 მუხლი ჩაითვალოს მე-11 მუხლად და შემდეგი მუხლი გადაინომროს შესაბამისად;

ძ) დანართი № 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

„ფიზიკური პირის

განაცხადი

თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის

(გაცნობის)  თაობაზე

 

თანამდებობის პირთა ქონებრივი და

საფინანსო მდგომარეობის

საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს

______________________________________________

მოქალაქე ____________________________________

______________________________________________

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

___________________________________________

განაცხადი

გთხოვთ,_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

(თანამდებობის პირის თანამდებობის სრული დასახელება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობს ან მუშაობდა შესაბამისი

სადეკლარაციო პერიოდის დასაწყისისათვის) _____________________________________

(თანამდებობის პირის სახელი და გვარი) მიერ ____ წლისათვის მორიგ სადეკლარაციო პერიოდში (თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით) შევსებული:

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის   __________  ფურცლები;

2. საფინანსო დეკლარაციის _____________________  ფურცლები;

განაცხადის მოტივაცია: ________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

(განაცხადის მოტივაცია შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ   განაცხადის საგანს წარმოადგენს დეკლარაციის საიდუმლო გრაფა)

 

განმცხადებელი ფიზიკური პირის:

ა) ხელმოწერა: _________________________________________________

ბ) მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

გ) პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი ან პასპორტის სერია და ნომერი: __________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

დ) მოთხოვნის შედგენის თარიღი: _______________________________________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღებას

______________________________________________________________________________                   

 

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საინფორმაციო ბიუროს

თავმჯდომარე  _______________________________ (ხელმოწერა) _____________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი:

 

წ) დანართი № 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

                                                          „იურიდიული პირის

                                                                    განაცხადი

თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის თაობაზე

 

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს

თავმჯდომარეს

მოქალაქე ____________________________________________

_____________________________________________________

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

 

განაცხადი

გთხოვთ, _____________________________________________________________________

______________________________________________________________________________

(თანამდებობის  პირის თანამდებობის სრული დასახელება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობს ან მუშაობდა შესაბამისი სადეკლარაციო პერიოდის დასაწყისისათვის)

______________________________________________________________________________

(თანამდებობის პირის სახელი და გვარი)  მიერ ______________________ წლისათვის მორიგ სადეკლარაციო პერიოდში (თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით) შევსებული:

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის_______________ ფურცლები;

2. საფინანსო დეკლარაციის ________________________  ფურცლები

განაცხადის მოტივაცია:

______________________________________________________________________________

(განაცხადის მოტივაცია შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საგანს წარმოადგენს დეკლარაციის საიდუმლო გრაფა)

განაცხადის წარმოდგენასა და თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები –

ა) სახელი და გვარი:____________________________________________________________

ბ) ხელმოწერა:_________________________________________________________________

გ) სამსახური:_________________________________________________________________

დ) თანამდებობა:  ___________________________________________________________ 

ე) პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი ან პასპორტის სერია და ნომერი:

_______________________________________________________________________________

ვ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

განმცხადებელი იურიდიული პირის რეკვიზიტები –

ა) სრული ოფიციალური სახეწოდება: ____________________________________________

_______________________________________________________________________________

ბ) იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

გ) მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (თუ იურიდიული პირი ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად):

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

/იურიდიული პირის ბეჭდის ადგილი/

განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ან იურიდიული პირის სახელით ხელმოწერასა და წარმომადგენ­ლობისათვის უფლებამოსილი პირის) –

ა) თანამდებობა: _________________________________________________

ბ) სახელი და გვარი: ______________________________________________

განაცხადის შედგენის თარიღი:_____________________________

ხელმოწერა: _____________________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღებას

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე 

                                         ხელმოწერა:______________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი:

                                                              ______________________ “; 

ჭ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო                     

ცნობა

ეძლევა ______________________________________________________________________

____________________________________________ მასზე, რომ მისი

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი ან იურიდიული პირის სრული  სახელწოდება)

_______________________ განაცხადი __________________________

(თარიღი და ნომერი)                                              (თანამდებობის პირის თანამდებობა,

_______________________________________________________________

სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

__________________________________________________________________________       

_________ წლის სადეკლარაციო პერიოდში შევსებული დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) თაობაზე დაკმაყო­ფილებულია მთლიანად (ნაწილობრივ) და შესაბამისად გაიცა (გასაცნობად დაშვებულ იქნა):

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფურცლის ნომერი:

______________________________________________________________________________

საფინანსო დეკლარაციის ფურცლის ნომერი:

______________________________________________________________________________

განსაკუთრებული აღნიშვნები:_________________________________________________

______________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________.

დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური სრულად არის გადახდილი შემდეგი ოდენობით:______________________

(განმცხადებელს უკან დაუბრუნდა დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური შემდეგი ოდენობით: _________________________)

გაცემული ასლების დედანთან იგივეობას ვადასტურებ.

 

საინფომრაციო ბიუროს

თავმჯდომარე                                    ____________________________

                                                                       (ხელმოწერა)

                                                                                ქ.თბილისი

                                                                       „____“ __________________ 200 ____

                                                                                           (თარიღი)

განმცხადებელი                                   ___________________________

                                                                                   (ხელმოწერა)“.

 

5. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №555 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საიდუმლო გრაფის მონაცემების გაცნობის, შენახვისა და გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „შესაბამისად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მონაცემების შემცველი“;

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საიდუმლო გრაფა, რომელშიც არ არის შეტანილი მონაცემი, ინახება დეკლარაციის დანარჩენ ფურცლებთან ერთად და მასზე არ ვრცელდება საიდუმლოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ნორმები, აგრეთვე საიდუმლოების დაცვის სპეციალური რეჟიმის მოთხოვნები.“;

გ) მე-9 მუხლის პირველ წინადადებაში სიტყვები „საიდუმლო გრაფა“ შეიცვალოს სიტყვებით „თუ საიდუმლო გრაფაში შეტანილი არის მონაცემი, იგი“;

დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საიდუმლო გრაფა, რომელშიც მონაცემი შეტანილი არ არის, აღირიცხება დეკლარაციის დანარჩენ ფურცლებთან ერთად“.

6. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულებით დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობ­რივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომა­რეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირ­თა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) II თავის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეროვნული გვარდიის საგანგებო სიტუაციების სამაშველო და სამშვიდობო ჯარების მთავარი სამმართველოს, მატერიალური უზრუნველყოფის, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების და ჯარე­ბის მომზადების, სამხედრო-ფსიქოლოგიური სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;“;

ბ) II თავის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იურიდიული, საინჟინრო, სამხედრო ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო-საკონტროლო, საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის, ქიმიური, ჯარგარეშე მომზადების სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;“;

გ) II თავის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“,  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„გ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) პრესცენტრის ხელმძღვანელი.“;

დ) II თავის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები შესაბამისად გადაინომროს „ვ“ და „ზ“  ქვეპუნქტებად;

ე)  IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.“.

7. ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული და გაცემული დეკლარაციების ფურცლებისა და დეკლარაციებზე თანდარ­თული საბუთების ასლები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალასა და მნიშვ­ნელობას.

8.  ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე