დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/1998 - 29/08/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №394
1998 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების თანდართული ტიპური დებულება.
ე. შევარდნაძე
ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების ტიპიური დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი ორგანიზებული ჯგუფების, ცალკეული პირების შემორიგების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
მულხი 2
კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს მას გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
თავი II
კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
მუხლი 3
1. კომისიის წევრთა რაოდენობას, საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, ადგილებიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის წარმომადგენლებმა.
მუხლი 4
1. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ხოლო თავმჯომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების შემადგენლობიდან.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 6
კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 7
კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების, აგრეთვე საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან შემოსული შუამდგომლობების და შინაგან საქმეთა, პროკურატურის, სასამართლო, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან მიღებული წარდგინებების საფუძველზე.
მუხლი 8
კომისია შემოსულ მასალებს განიხილავს კომისიაში შემოსვლიდან 10 დღეში.
მუხლი 9
1. კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობს კომისიას სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანოებში.
2. კომისიის თავმჯდომარე იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს, კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების საქმიანობას, ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
თავი III
კომისიის უფლებამოსილება
მუხლი 10
კომისია უფლებამოსილია:
ა) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მოამზადოს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა შემორიგების საკითხის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) სამართალდაცვის ორგანოებისაგან მიიღოს დასკვნა იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც შეიძლება განხორციელდეს შემორიგება;
გ) შეიმუშაოს შემორიგების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა პროგრამა, მეთოდები და დასახოს ამ მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის გზები;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის წევრების, კომისიის სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;
ე) განახორციელოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი;
ვ) პრესის, ტელევიზიისა და ინფორმაციის სხვა საშუალებებით პერიოდულად აცნობოს საზოგადოებას განსახორციელებელი ღონისძიებებისა და წარმოებული მუშაობის შედეგების შესახებ;
ზ) სახელმწიფო ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები