„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს" დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს" დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
262
23/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
010340000.05.002.000001
„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს" დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1998 - 03/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №262

1998 წლის 23 აპრილი

 ქ. თბილისი

"საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს" დებულების დამტკიცების შესახებ

 "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს "საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს" თანდართული დებულება.

2. სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა (ვ.მაისურაძე) ერთ თვეში წარმოუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს ანტიმონოპოლიური საბჭოს წევრების კანდიდატები.

ე.შევარდნაძე

 

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბა

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ანტიმონოპოლიური საბჭო (შემდგომში – საბჭო) იქმნება საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან (შემდგომში – ანტიმონოპოლიური სამსახური) 5 წლის ვადით "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,"მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და დებულების შესაბამისად.

3. საბჭოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული და შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები განკუთვნილია ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის.

4. საბჭო არ არის იურიდიული პირი. საბჭოს წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე, ანაზღაურების გარეშე. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა ეველება ანტიმონოპოლიურ სამსახურს.

5. საბჭოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლური სამსახურის მიერ დადგენილი წესით დამტკიცებული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასთან და მათ პრაქტიკაში სრულყოფილ გამოყენებასთან დაკავშირებით ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა.

თავი II

საბჭოს ფუნქციები

6. საბჭოს ძირითადი ფუნქციაა ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძელზე რეკომენდაციების შეთავაზება შემდეგ საკითხებზე:

ა) ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შემუშავება;

ბ) მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის განსაზღვრის მიზნით კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მოქმედების წილის ზღვრული ოდენობის მაჩვენებლის განსაზღვრა;

გ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ზედმიწევნით განხორციელებისათვის საჭირო მეთოდური მითითებების შემუშავება და სრულყოფა;

დ) საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

ე) საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასება და მისი განვითარებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება;

ვ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების მექანიზმების შემუშავება, მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება;

ზ) ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეგულირების ფორმების შემუშავება და ამ სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

თ) „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება, მათი ეფექტიანად შესრულება;

ი) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

კ) ანტიმონოპოლური პოლიტიკის განხორციელებისას ანტიმონოპოლიური სამსახურის სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ლ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

მ) ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებზე სემინარების, კონფერენციებისა და თათბირების გამართვა.

თავი III

საბჭოს შემადგენლობა

7. საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 10 წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი.

8.  საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის წარდგინებით.

9. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შემდეგი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაცია – დაწესებულებათა წარმომადგენლები:

– ეკონომიკის სამინისტრო;

– ეროვნული ბანკი;

– კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისრო;

– სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო;

– ტრანსპორტის სამინისტრო;

– მრეწველობის სამინისტრო;

– სტატისტიკის დეპარტამენტი;

– მეცნიერებათა აკადემია;

– მეწარმეთა გაერთიენება;

– მომხმარებელთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

10. საბჭოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

11. საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს თავმჯდომარის მოადგილე, ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს სხდომებს, გეგმავს მის მუშაობას.

12. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს რეკომენდაციებსა და წინადადებებს საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო ხასიათს ანიჭებს თავისი ბრძანებით და ახორციელებს საერთო კონტროლს მისი შესრულებისადმი.

13. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ და ფორმდება შესაბამისი ოქმით. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

14. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი საბჭოს წევრებს გასაცნობად გადაეცემათ სხდომის გამართვიდან ერთი კვირის განმავლობაში.

15. საბჭოს წევრებს ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ საბჭოს სხდომის გამართვის დღემდე 15 კალენდარული დღით ადრე წარედგინება ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით.

16. საბჭოს წევრები ვალდებული არიან დაიცვან სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება.

17. კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი IV

საბჭოს ლიკვიდაცია

18. საბჭოს გაუქმება ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.