დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 199 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 30/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 450190000.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/1998 - 23/10/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №199
1998 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამით – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – სასწავლო და საინოვაციო სესხი" – გათვალისწინებულია გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციალური ფონდი 1,03 მლნ აშშ დოლარის (1998 წელი – 0,21 მლნ აშშ დოლარი, 1999 წელი – 0,41 მლნ აშშ დოლარი,2000 წელი – 0,41 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით.
საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამით – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – სასწავლო და საინოვაციო სესხი" – გათვალისწინებული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციალური ფონდის განკარგვისა და მიზნობრივად გამოყენებისათვის:
1. ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეურვეთა საბჭოსა და ექსპერტთა საბჭოს მონაწილეობით შეიქმნას საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭო თანდართული შემადგენლობით.
2. საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროგრამის განხორციელების დაწყებიდან 1 თვეში მოამზადოს და პრესაში გამოაქვეყნოს კონკურსის დებულება, რომლის საფუძველზე გამართული კონკურსის შედეგად კულტურის აღორძინების საბჭოს მიერ შერჩეულ იქნება დასაფინანსებელი პროექტები.
3. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას (ა. გოგელია) და საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციას ("საქინფორმი") (ვ.აბაშიძე) ფართოდ გააშუქონ საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს საქმიანობის მიმდინარეობა.
ე. შევარდნაძე
დანართი
საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობა
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე
ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინიტრი, თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე
ზაზა ალექსიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი
ანდრია აფაქიძე – აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
ვახტანგ ბერიძე – აკადემიკოსი, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
მერაბ ბოჭოიძე – "იკომოსის" – საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი
თამაზ გამყრელიძე – აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი
არჩილ გოგელია – საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე
ივანე გრემელაშვილი – საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოს სამმართველოს "ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის" დირექტორი
თეიმურაზ გოცაძე – სურათების ეროვნული გალერეის გენერალური დირექტორი
ვახტანგ დავითაია – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე
ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი
მაგალი თოდუა – ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დიმიტრი თუმანიშვილი – პროფესორი
ირაკლი იაკობაშვილი – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი
გიორგი იაშვილი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი
კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის,მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსი
ალეკო კარტოზია – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე
სერგო ლომთათიძე – მსოფლიო ბანკის "წყლის მომარაგების პრობლემების" პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი
ნოდარ ლომოური – შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი
გრიგოლ ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე
მარიამ ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი
ოთარ ლორთქიფანიძე – არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი
დავით მაღრაძე – "პენ–კლუბის" საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი
ზურაბ მახარაძე – საქართველოს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის თავმჯდომარე
პეტრე მეტრეველი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "იუნესკოს" საქმეთა კომისიის გენერალური მდივანი
როინ მეტრეველი – აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ლერი მეძმარიაშვილი – საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსი
დავით ნინიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი
გოგი ოჩიაური – საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე
დავით ტურაშვილი – მწერალი
რეზო ღლონტი – საქართველოს წიგნის პალატის თავმჯდომარე
გია შაიშმელაშვილი – საქართველოს პარლამენტის ურბანიზაციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
ელდარ შენგელია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე
ბადრი შოშიტაიშვილი – თბილისის მერი
ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
რევაზ ჩხეიძე – სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" გენერალური დირექტორი
ირაკლი ციციშვილი – აკადემიკოსი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე
თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
ივერი ჭელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან ჭილაშვილი –სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის დირექტორი
ოთარ ჯაფარიძე – აკადემიკოსი
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
დოკუმენტის კომენტარები