დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/11/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №603
1998 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში და საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
ივანე ზოდელავა – თბილისის მერი
დეკანოზი მამა ბესარიონი (მენაბდე) – წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო ხელოვნების საბჭოს ხუროთმოძღვრების კომისიის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები