დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 198 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 28/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 28/03/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240040.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/03/1998 - 05/07/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №198
1998 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ
"აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1998 წლის მეორე კვარტალში შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად "საქართველოს გარემოს დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 მარტის №230 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამინისტროს სახელწოდებით.
4. სამინისტიროს დაფინანსების წყროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, სპეცანგარიშზე ხაზინაში.
6. სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული დახმარებები. სამინისტრო პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 380015, კოსტავას ქ. №68ა.
II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
10. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლების დაცვა;
ბ) გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე;
გ)გარემოს დაბიძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
დ) გარემოსდაცვითი ღონისძიებების და ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებათა განსაზღვრა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
ზ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, სასუქებისა და გარემოზე ზემოქმედების მქონე სხვა ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური ლა სხვა საშიში ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობებისა და დამარხვის მართვა;
თ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მახასიათებლებზე დაკვირვების ორგანიზება, ამინდის, ჰიდროლოგიური, საზღვაო-ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, ავიამეტეოროლოგიური და თოვლის ზვავების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების შედგენა; თავისი კომპენტენციის ფარგლებში არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან დაცვის სამუშაოთა განხორციელება; ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი საცნობარო მასალების მომზადება-გამოცემა;
ი) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;
კ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიან სისტემაში მონაწილეობა, კადრების მომზადება; გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერკავშირი;
ლ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემის სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციებში, ინდიკატური გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა;
ნ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძვლის – ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; პასუხისმგებელობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების ორგანიზებისათვის;
ო) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრმების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზება და კონტროლი;
პ) საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) წიაღით სარგებლობისათვის სახელმწიფო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება;
რ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ს) ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისათვის ეკომარკის მინიჭების ორგანიზება;
ტ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დამტკიცება, ლიცენზირების წესების შემუშავება-დამტკიცება და უწყებათაშორის საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიიცენზიების გაცემა;
უ) გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესების შემუშავება-დამტკიცება და ლიცენზიების გაცემა;
ფ) გარემოსდაცვითი საქმიანობისათვის ლიცენზირების წესების შემუშავება-დამტკიცება და ლიცენზიების გაცემა;
ქ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმების გარემოზე ზღვრულად დასაშვები (ან დროებითი) ნორმების დამტკიცება;
ღ) მოსახლეობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და სხვა მომხმარებლების უზრუნველყოფა ფაქტობრივი და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, ავიამეტეოროლოგიური და თოვლის ზვავების, ბუნებრივი გარემოს მავნე ქიმიური (მათ შორის რადიოაქტიური) დაბინძურების შესახებ ინფორმაციებით;
ყ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო მართვისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
შ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსაზღვაო წყლის რესურსების განაწილების და გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ სფეროში საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო კადასტრის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ც) ყველა სახის სამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტებისათვის მიწების გამოყოფის შეთანხმება;
ძ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების გეგმების (მათ შორის საანგარიშო ტყეკაფების) პროექტების შეთანხმება;
წ) სამონადირეო მეურნეობების შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფაზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, სამონადირეო მეურნეობების შექმნისა და მის ფარგლებში ნადირობისათვის ლიცენზიების გაცემა;
ჭ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება და პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ხ) "საქართველოს წითელი წიგნისა" და "წითელი ნუსხის" წარმოება;
ჯ) ძვირფასი, ჭრააკრძალული მერქნიანი მცენარეების (მათ შორის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული) მოჭრის ნებართვის გაცემა;
ჰ) გარემოსდაცვითი აუდიტის მოწყობა როგორც საქმიანობის სუბიექტის ინიციატივით, ისე საკუთარი გადაწყვეტილებით.
III. სამინისტროს კომპეტენცია
11. გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს დარგთაშორისი მართვა;
ბ) განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური სამსახურის, გარემოს მონიტორინგის ორგანიზება;
დ) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის სახელმწიფო ისპექტორების მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) წარუდგინოს დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ;
ვ) უსასყიდლოდ მოითხოვოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე, ცნობები დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქვევის ან ჩაშვების შესახებ და სხვა მასალები სამინისტროს კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ზ) გაუწიოს ფასიანი მომსახურება არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს გარემოს დაცვისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;
თ) შექმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი, რომლის წარმოებისა და მასში ექსპერტთა გაწევრიანების, ექსპერტთა სტატუსის, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობაში ექსპერტთა მონაწილეობის საკითხები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით;
ი) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინეტურ შელფზე, მათ შორის:
– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისადმი;
– ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
– ტყის და სხვა მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
– შავი ზღვის სანაპირო ზონის ეკოსისტემის დაცვისადმი;
– წყლის რესურსების, შავი ზღვის, ატმოსფერული ჰაერის, წიაღისეულისა და ნიადაგის დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
– დაცული ტერტორიებისათვის, აგრეთვე ხელოვნურად გაშენებული ბაღ-პარკებისა და სკვერებისათვის კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვისადმი;
– მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, სასუქებისა და გარემოზე ზემოქმედების მქონე სხვა ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის, რეექსორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობებისა და დამარხვისადმი;
– გარემოს დამაბინძურებელ ქიმიურ და სხვა სახის ნივთიერებათა წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენებისადმი;
– ბუნებრივი რესურსების გამოყენების და გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი;
– სალიცენზიო პირობების შესრულებისადმი;
– გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების შესრულებისადმი.
12. საზღვაო კონვენციურ ინსპექტორებს ზღვაში დამრღვევი გემის დევნისა და დაკავების განსახორციელებლად უფლება აქვთ უფასოდ ისარგებლონ საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა), აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს.
13. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის გადახდევინებული ჯარიმებისა და გარემოსათვის მიყენებული ზარალისათვის ანაზღაურებული თანხის 70 პროცენტი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას, ხოლო 30 პროცენტი – სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვას, სამინისტროს სისტემის მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისათვის.
IV. მინისტრი
14. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.
16. მინისტრი არის გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
17. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
დ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;
ე) დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში დადგენილი წესით ქმნის, აუქმებს და გარდაქმნის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ტერიტორიულ ორგანოებს;
ვ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებს, მათ ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს, მათი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობას; ამტკიცებს მათ ხარჯთა ნუსხებს;
ზ) დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების უფროსებს და მათ მოადგილეებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმგებლობას;
თ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
კ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით;
ლ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების იმ აქტებს და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნოს აღნიშნული თანამდებობის პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები, აგრეთვე მათი მიზანშეწონილობის მოტივითაც;
მ) ამტკიცებს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექქორის უფლება-მოვალეობებს;
ნ) სამინისტროს თანამშრომლებს ანიჭებს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორების წოდებებს;
ო) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
პ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
ჟ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტი და მიზნობრივი შესრულებისათვის;
რ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
ს) წყვეტს დავას სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;
ტ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
უ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას.
18. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
V. მინისტრის მოადგილეები
19. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
20. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას.
21. მინისტრის პირველი მოადგილე არის გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე.
22. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
23. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
VI. მინისტრის სათათბირო ორგანოები
24. მინისტრს თავის მმართველობის სფეროში შეუძლია შექმნას კომისიები, საბჭო სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
25. კომისიები და საბჭოები იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მათი ამოცანები, თავმჯდომარეები (საჭიროებისას თავმჯდომარის მოადგილე), წევრები და საქმიანობის ვადა.
26. კომისიების და საბჭოების წევრად შეიძლება დანიშნულ იქნენ სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურეები ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ან თანხმობით. კომისიების და საბჭოების მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩართული იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
27. კომისიები და საბჭოები თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ მათთვის საჭირო დოკუმენტები.
28. კომისიების და საბჭოს თავმჯდომარეები ანგარიშვალდებული არიან მინისტრის წინაშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომისიებისა და საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს უშუალოდ მინისტრი.
29. უწყებათაშორისი საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
30. კომისიების და საბჭოების მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.
VII. სამინისტროს სიმბოლიკა
31. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
32. სახელმწიფოს გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკზე, სამინისტროს თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, აგრეთვე სამინისტროს აბრაზე.
33. სამინიტსროს შემძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
34. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს სხვა ბეჭდურ გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებზე და კუთვნილ ავტომანქანებზე.
VII. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა
35. სამინისტროს სისტემაში შედის:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი
ბ) გარემოს დაცვის ინსტიტუტი
გ) ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
დ) გარემოს მონიტორინგის ცენტრი
ე) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი.
36. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ამინდის, მდინარეთა წყლიანობის, ჰიდრომეტეოროლოგიური მეთოდებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გრძელვადიანი პროგნოზირება;
ბ) ჰიდორომეტეოროლოგიური ინფორმაციებით უზრუნველყოფა.
37. გარემოს დაცვის ინსტიტუტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოზე უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედების თავიდან აცილების, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, მოწყობილობების, აგრეთვე გარემოს მდგომარეობისა და დაბინძურების წყაროების მაკონტროლებელი ხელსაწყოების, ავტომატიზებული სისტემის შესაქმნელად სამეცნიერო კვლევის ორგანიზება;
გ) გარემოს დაცვის სფეროში დასაქმებულ სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
38. ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ძირითადი ამოცანაა წყლის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის სამეცნიერო კვლევების ორგანიზება.
39. გარემოს მონიტორინგის ცენტრის ძირითადი ამოცანაა გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზაცია და განვითარების უზრუნველყოფა.
40. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ძირითადი ამოცანაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოება.
41. სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების ფუნქციები განისაზღვრება მინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
42. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მინისტრის სამდივნო;
ბ) გარმოსდაცვითი საქმიანობის მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) კადრების მთავარი სამმართველო;
ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო;
ვ) ცენტრალური ბუღალტერია;
ზ) ფინანსების და დაგეგმვის სამმართველო;
თ) საერთო განყოფილება;
ი) გარემოსდაცვითი ნებართვის და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
კ) წიაღის დაცვის და სამთო საქმის დეპარტამენტი;
ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტი;
მ) წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველო;
ნ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სამმართველო;
ო) მიწის რესურსების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის მთავარი სამმართველო;
პ) გარემოსდაცვითი ეკონომიკის სამმართველო;
ჟ) მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველო;
რ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
43. მინისტრის სამდივნოს ძირითადი ამოცანაა მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა.
44. გარემოსდაცვითი საქმიანობის მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) გარემოს დაცვის, ბუნებათასარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის მართვა და ზედამხედველობა;
გ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
45. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
46. კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროში საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია.
47. გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება.
48. ცენტრალური ბუღალტერიის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი.
49. ფინანსებისა და დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი.
50. საერთო განყოფილების ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმისწარმოებისა და არქივის მუშაობის ორგანიზება.
51. გარემოსდაცვითი ნებართვების და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერიტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემა.
52. წიაღის დაცვის და სამთო საქმის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა წიაღის დაცვის და სამთო საქმის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
53. ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
54. წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა წყლის რესურსების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
55. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
56. მიწის რესურსების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანააა მიწის რესურსების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
57. გარემოსდაცვითი ეკონომიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავება და სრულყოფა.
58. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
59. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიული წყლების (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე), განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
60. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
IX. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
61. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახური.
X. ტერიტორიული ორგანოები
62. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (ორმაგი დაქვემდებარებით);
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (ორმაგი დაქვემდებარებით);
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტი (ორმაგი დაქვემდებარებით);
დ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;
ე) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის იმერეთის რეგიონალური სამმართველო;
ვ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის გურიის რეგიონალური სამმართველო;
ზ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;
თ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;
ი) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;
კ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კახეთის რეგიონალური სამმართველო;
ლ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველო;
მ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ფოთის საქალაქო სამმართველო;
ნ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მცხეთა-მთიანეთის რეგინალური სამმართველო;
ო) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის რეგიონალური სამმართველო;
პ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რაჭის რეგიონალური სამმართველო;
ჟ) დასავლეთ საქართველოს კომპლექსური ლაბორატორია;
რ) გარემოს დაბინძურების კონტროლის აჭარის რეგიონალური ლაბორატორია.
6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
XI. სამინისტროს ლიკვიდაცია
64. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
დოკუმენტის კომენტარები