დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/5 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110314027, 17/03/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200160010.35.159.016033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/03/2011 - 02/03/2015)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 3/5
2011 წლის 11 მარტი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19 5 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ,
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთულის საკუთრებაში არსებული შენობა -ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის 30 პროცენტით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 ნოემბრის №15/2 და 2011 წლის 10 თებერვლის №2/5 დადგენილებები „მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთულის საკუთრებაში არსებული შენობა -ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
3. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები