დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370070000.35.159.016191 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2015 - 25/01/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
დამტკიცდეს: |
ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (დანართი №1);
ბ) უპირობოდ გამოცხადებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2); გ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3); დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4); ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №5); ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6); ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7); თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №8). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №15/4 (www.matsne.gov.ge, სსმ, 58, 02/12/2010; 040110030.35.159.016013) დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №17/3 (www.matsne.gov.ge, 050111, 05/01/2011; 010340000.35.159.016018) დადგენილება. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის N 3/5 (www.matsne.gov.ge, 110314027, 17/03/2011; 200160010.35.159.016033) დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის №4 ( www.matsne.gov.ge, 29/01/2013; 370070000.35.159.016111) დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები |
თავი I
ზოგადი დებულება მუხლი 1
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი. გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი; დ) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში - კოდექსი) და ამ წესის შესაბამისად; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; თ) მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) წარმომადგენელი (რწმუნებული) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღების მოძიებას და პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ინიცირების გზით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ხელშეწყობას, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. წარმომადგენელი (რწმუნებული), საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემისას - აუქციონის ორგანიზებას, ამ წესით დადგენილი წესით; ლ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ნ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ო) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; პ) აუქციონატორი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/წარმომადგენელი (რწმუნებული); ჟ) განაცხადი - აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; რ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ს) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; ტ) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული წილები და აქციები; უ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; ფ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება; ქ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ღ) საგარანტიო თანხა - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 3. ქონების სააუქციონოდ მომზადება
თავი II ელექტრონული აუქციონი
მუხლი 4. ელექტრონული აუქციონის გამოცხადება და ჩატარების ორგანიზება.
მუხლი 5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
ა) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური; ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
მუხლი 6. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და აუქციონის პირობების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება; გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 7. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
მუხლი 8. აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობა აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე შემდეგ შემთხვევებში: ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; ბ)აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას; ე) დაარღვია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 9. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. აუქციონატორი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 10. ანგარიშსწორება
მუხლი 11. გარიგებათა გაფორმების წესი
მუხლი 12. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
მუხლი 13. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
თავი III საჯარო აუქციონი
მუხლი 14. საჯარო აუქციონის ფორმით მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 15. საჯარო აუქციონის ორგანიზება
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში); გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
მუხლი 16. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 17. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 18. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
მუხლი 19. გარიგებათა გაფორმების წესი
მუხლი 20. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
თავი IV მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 21. ზოგადი დებულებები
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
ა) ვადით და სასყიდლით; ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
მუხლი 22. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
მუხლი 23. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
მუხლი 24. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
მუხლი 25. აუქციონის ორგანიზება მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 26. პირდაპირი განკარგვის წესით მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
ა) განცხადებას; ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 27. გარიგებათა გაფორმების წესი
ა) მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები; ვ) მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
მუხლი28. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
თავი V მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა
მუხლი 29. ზოგადი დებულებები
მუხლი 30. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები
მუხლი 31. აუქციონის ორგანიზება
მუხლი 32. გარიგებათა გაფორმების წესი აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას, გამოიყენება ამ წესის მე-11 ან მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 33. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება.
თავი VI მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
მუხლი 34. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 35. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 36. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 37. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 38. საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
მუხლი 39. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
|
დანართი №2
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ,, ----------“ ,,-----------“ 20 წ. ქ. მარნეული
1. წინამდებარე ოქმი გაიცა --------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების ----------------------------------------------------------------------------------------------(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------) ციფრებით სიტყვიერად შემდგომი პრივატიზების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ---------- ,,-----------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ---------- --- -(----------------------- ) საფუძველზე ის გამოვლინდა ციფრებით სიტყვიერად გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით, ძირითადი და უფლება-მოვალეობების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება-------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან,მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ------
კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /--------------------------------/ ხელმოწერა სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) --------------- ------------/-----------------------/ ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა. |
დანართი №3
|
მარნეულისს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ,, ___ “ ,,___________ “ 20 წ. ქ. მარნეული 1. წინამდებარე ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ------------------------- (----------------------------------------------) ციფრებით სიტყვიერად შემდგომში პრივატიზების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის „`----------„ `“------------------„ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------- -------------- (----------------------------------------) ლარი, ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანულიკანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონება ------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ------------------------------------------------------------------------- ---------------
პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1%
2. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადაო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
------------------------------------ ---------------------------------------------------- ხელმოწერა სახელი და გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი ----------------------------- ------------------------------------------- ხელმოწერა სახელი და გვარი ბ.ა. |
დანართი №4
|
მარნეულის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის უწყებას/სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება მარნეულის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემის თარიღი------------------------------------ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ------------------------------- სახელი და გვარი ბ.ა. |
დანართი №5
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ---------------------------- მისამართი: ----------------------------------------------------- ტელ.: ------------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ---------- -------------------------------- (რიცხვი თვე წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) ---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით. ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი. დანართი:
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ). |
დანართი №6
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) --------------------------------- მისამართი: ---------------------------------------------------------- ტელ.: --------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ---------- -------------------------------- (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ---------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა. ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე” და ბილეთის ფასი. დანართი: 1.პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. |
დანართი №7
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------მისამართი: -----------------------------ტელ.: --------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ---------- -------------------------------- (რიცხვი/თვე /წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ აუქციონში მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) . ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი. დანართი:
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ). |
დანართი №8
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი) ----------------------------- მისამართი: ------------------------------------------------------ტელ: ----------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის --- (რიცხვი/თვე-)---------------------------- მივიღე მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში -------------------------------------------- (ქონების დასახელება) ----------------------- პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად. გთხოვთ,გადახდილი„ბე“ ---------------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები