აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310035, 14/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
38
07/03/2011
ვებგვერდი, 110310035, 14/03/2011
010320000.33.058.016011
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2011 - 31/07/2012)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №3 8

2011 წლის 7 მარტი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკი­ცების შესახებ აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის 44 დადგენილებით დამ­ტ­­კი­ცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომი­კის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფი­ნანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულე­ბა“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ბოლქვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამი­ნისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამი­ნისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამინისტროსა და ამ დებულების შესაბამისად წარმოადგენს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ დაწესე­ბულებ ს – სამინისტროს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმა ხორციელებელ ორგანოს.

2. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართ­ ველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით , საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამი­ნისტ­როს დებულებით, ამ დებულებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით გათ­ვა­ლისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს ბეჭედი და ბლანკი საქარ­თვე­ლოს მცი­რე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელ­წო­დების აღ­ნიშ­ვნით, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ საქმისწარმოებას, წარმოადგენს სამინისტ­როს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგ­ლებში.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებ

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (შესაბამისი აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების ჩამოყალიბებამდე);

გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრა­ცია;

დ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება;

ე) დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;

ვ) ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ზ) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოს­წორებისათვის;

თ) თავისი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ი) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექს­პლუატაციისა და კონტროლის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამსახურის მიერ ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტითა (გარდა „“ ქვეპუნქტისა) და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებზე.

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურ­თიერ­თობაში;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ხელს აწერს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

გ) წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, ანა­წი­ლებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახუ­რებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე, დადგე­ნილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

 დ) განიხილავს სამართალდარღვევებს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალის­წინებით და ღებულობს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების თაობაზე;

ე) სამართალდარღვევის საქმის განხილვის შე­დეგად გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

3 . სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­ლების შეუძლებ­ ლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ას­რუ­ლებს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი .